
„ჩვენ
გამოვითხოვეთ აღნიშნული სამსახურებიდან ინფორმაცია, რაც არის საჯარო და რისი დამალვის
სამართლებრივი უფლება არ აქვთ.
ა.ა.ი.პ.
ბაგა-ბაღების გაერთიანებას ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია დეკემბრის თვეში ა.ა.ი.პ.-ის
თანამშრომლებისთვის გაცემულ დანამატებზე. ასევე, ქ.ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურს
ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმისა და კონკრეტული
სამარშუტო ტაქსების სანომრე ნიშნების შესახებ. მერიას ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია 2-დან 5 იანვრის ჩათვლით, ქ. ქუთაისში უხვი ნალექის
დროს გაწეული სამუშაოების შესახებ და კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა ამისათვის. ა.ა.ი.პ. სპეციალურმა სამსახურმა კი არასრულყოფილი
პასუხი მოგვწერა. წერილებზე პასუხს აქამდე უშედეგოდ ველოდეთ. ვფიქრობ,რომ ამის ერთ-ერთი
მიზეზი მათ საბუთების მოუწესრიგებლობაა. პასუხის მიღების ყველანაირი ვადა ამოწურულია.
ვაპირებთ სასამართლოს ძალით მივიღოთ ინფორმაცია“- აცხადებს გიორგი მარდალეიშვილი.
თეო წითაძე
No comments:
Post a Comment