შევცვალოთ 2016 !

ახალი წელი დაიწყო, მაგრამ სიკეთეს ჯერ ვერ ვატყობ. ჯერ მხოლოდ ცუდ ინფორმაციებს ვისმენ საზოგადოებაში. 
2016 წელი ტრაგიკულად დაიწყო უამრავ ოჯახში. ახალგაზრდა ბავშვებმა დატოვეს სამყარო... ბავშვებმა რომელთაც ჯერ ცხოვრება არ უნახავთ... "
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა"..._ ეს არის ის ერთ-ერთი ფრაზა რომელიც ხშირად მესმის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 
ქურდობა, კრიმინალი არათუ იკლებს, არამედ ყოველდღე იზრდება.
უსახლკარო ოჯახები, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები და მოხუცები...

ქუჩაში გამოსული პატა, გაყინული ხელი დახმარებას ცრემლიანი თვალებით ითხოვს.

გამწარებული დედა შველას ითხოვს შვილების გადასარჩენად... 

შობის დილის მშვიდი ღამე ახალგაზრდა გოგოს კივილმა გამოაღვიძა, რომელსაც დედა მოუკვდა...

სათხილამურო გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა..._ დროებითი გართობა და დასვენება 12 წლის გოგონას სიკვდილის ფასად, ბედისწერად ექცა...

დაღუპული სამი წლის ბავშვი რომელიც კედლის ნანგრევმა დედას ხელებში ჩააკლა....

ასევე 12 წლის გოგონას გუშინ, ავტომობილმა შეჯახებისთანავე შეუწყვიტა არსებობა...

კიდევ რამდენი არ მახსენდება ამ ეტაპზე... რამდენი საცოდაობა და სამწუხარო ფაქტი მოჰყვა ამ წელს მოსვლისთანავე....

 ამდენი უარყოფითი ენერგიის და ამდენი გაუბედურებული ადამიანის მნახველი, საღად მოაზროვნე ადამიანი მხიარული და ბედნიერი ვერ იქნება. გაქრა პოზიტივი,გაქრა გულიდან წამოსული ღიმილი სახეზე და გაქრა ბედნიერება...
ბუნებრივია ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა და დავფიქრებულვარ ხშირად...ნუთუ ასე გაგვწირა ბედისწერამ... ნუთუ აღსასრულისაკენ მიდის სამყარო... ჩვენ კი რაღაცნაირად ხელს ვუწყობტ ამ ყველაფერს, ვნებდებით და არვ ვცდილობთ უკეთესობა შევქმნათ....
მე პირადად არ ვიცი რამდენად კარგს ვაკეთებ მაგრამ მიმაჩნია რომ სწორად ვიქცევი...რაში გამოიხატება ეს? _ახლავე...

როდესაც ვხედავ მოწყენილ, მოღუშულ "გულშემოყრილ" ადამიანებს ვფიქრობ რაში შეიძლება იყოს გამაოსავალი... ასეთი სახეები დამეთანხმებით ალბათ რომ დღეს ყველგან გვხვდება... (მაღაზიაში, აფთიაქში, ძალიან ბევრი ბაზარში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა)
შეიძლება შენც არ ხარ ბედნიერი და მომენტში გაღიზიანებული ხარ...უნდა შეგეძლოს ამის კონტროლი, რადგან კონფლიქტს აერიდო. ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და სიტუაცია ერთი ტკბილი სიტყვითა და ღიმილით გამინეიტრალებია. ამ ხერხმა ერთხელ რომ გაამართლა მეორეთაც გამოვიყენე და ახლა ნელ-ნელა ჩვევად მექცა.ადამიანებს ტკბილი სიტყვები მალამოსავით ეცხება გულზე და შენი პოზიტივი მათზე ძალიან მარტივად გადადის. ეს სიამოვნებასაც მანიჭებს რადგან მიხარია ხალისიანი სახეების ხილვა საზოგადოებაში, რასაც დღეს ჩვენ ნაკლებად ვხედავთ. 

დღეს ერთ-ერთ დაწესებულებაში შევედი სადაც ორი ახალგაზრდა გოგო, იქ მომუშავე პერსონალი დამხვდა... დაღლილმა, მოწყენილმა სახეებმა თითქოს უცებ შემბოჭეს. ჩემი საქმე მოვილიე და როგორც იციან ხოლმე ზრდილობის ფორმის გამოსახატავად მეგონა რომ მადლობას მეტყოდნენ, თუმცა არც ერთმა და არც მეორემ ეს არ გააკეთა... ნივთები ავიღე, გოგონებს ღიმილიანი სახით გადავხედე, მადლობა მოვუხადე, შობა-ახალი წელი მივულოცე კეთილი სურვილებით.რა თქმა უნდა ესიამოვნათ,მითუმეტეს რომ არ ელოდნენ და ახლა უკვე არც მათმა დააყოვნეს... ანუ მივიღე ის რაც გავეცი... "პოზიტივი"
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, ყველგან აფრქვიეთ პოზიტივი.მერწმუნეთ ამით თქვენ ბევრს მიიღებთ და საკუთარი თავის კმაყოფილიც კი დარჩებით.ეცადეთ შეიცვალოთ ამ მხრივ, თუ ჩემამდე ამაზე არ გიფიქრიათ რაღა თქმა უნდა...
მინიმუმ ასეთი ქმედებებს უნდა მივეჩვიოთ ცვენი მომავლის სასიკეთოთ.

ჩვენვე უნდა შევცვალოთ 2016 და მომავალი...მეტი ღიმილი, მეტი პოზიტივი გაეცით და დაიჯერეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაამსხვრიოთ ის უარყოფითი ენერგეტიკა რომელიც საზოგადოებისაგან მოდის დღეს... ჩვენ ამას შევძლებთ რადგან ჩვენვე ვქმნით მას. 




თეო წითაძე

No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...