გიორგის მეთორმეტე დაბადების დღე სასწაულის მოლოდინში

ძამსაშვილების ოჯახი ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში ცხოვრობს.
ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ აქვს და დროებით, ორი წლის ვადით სხვის სახლში არიან შესახლებულნი.
ოჯახში ცოლი, ქმარი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
მათი ერთ-ერთი შვილი,გიორგი დაავადებულია.  მას სპეციფიური ქცევები და ემოციური აშლილობა ბავშვობიდანვე აღენიშნება. გიორგის ასევე აქვს სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება ასთმური სინდრომით. მისი ჯანმრთელობა წამალზეა დამოკიდებული.
გიორგის წელს მეთორმეტე დაბადების დღე ჰქონდა და ოჯახში ამ ხნის განმავლობაში,როგორც თავად აღნიშნავენ, ამ დღეს პირველად შეხვდნენ ხალისით. ოზურგეთში  ძამსაშვილების ოჯახს ამ დღის აღსანიშნავად და ოჯახის დასახმარებლად სტუდენტები ქუთაისიდან ეწვივნენ. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს მათი მიზანი შეასრულეს. ოჯახი ბედნიერი,ხოლო გიორგი კი ,როგორც მისი მშობლები ამბობენ, წელს მის დაბადების დღეზე პირველად იყო გახარებული.
გიორგი სკოლაში დაგვიანებით შეიყვანეს თუმცა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე მაინც ცდილობს პროგრამის ათვისებას. სწავლა უნდა თუმცა სკოლაში სიარულზე უარს ამბობს,  გარემო სადაც მას უწევს ყოფნა მისთვის მიუღებელია, როგორც გიორგიმ გვითხრა ხმაური აწუხებს და ხშირად მის კლასელებზეც ბრაზობს ამის გამო. გარდა ამისა გიორგი ხშირად ხდება ცუდად, რის გამოც სკოლის გაცდენა ერთი თვითაც უწევს. ექიმებმა ოჯახს ურჩია გიორგი აღმოსავლეთში გადაეყვანათ რადგან მის ჯანმრთელობაზე აღმოსავლეთის ჰაერი დადებითად იმოქმედებდა, თუმცა ოჯახს ეს ძალიან გაურთულდა.მათ არ აქვთ იმის საშუალება რომ შვილის ჯანმრთელობა ბოლომდე გამოიკვლიონ. გიორგის გარდა ოჯახში კიდევ ერთი დაავადებულია.ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი თეონა ლომთათიძე ბავშვობიდან ავადმყოფობს. მას ბრონქული ასთმა, ინფექციურ-ალერგიული, ოსტეოქონდროზი და სომატოფორმული ვეგეტაციური დისფუნქცია დაუდგინეს. ამჟამად იმყოფება მუდმივ მედიკამენტოზურ, სიმპტომურ მკურნალობაზე.
 სოციალური დახმარება აქვთ თუმცა,როგორც თავად აღნიშნავენ თანხა მხოლოდ გიორგის წამლისთვის არის საკმარისი.სხვა საარსებო შემოსავალი ოჯახს არ გააჩნია. საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით სოფლის მოძღვარი, გამგეობა და მეზობლები ხშირად დახმარებია თუმცა როგორც ოჯახში ამბობენ ყოველთვის მათ იმედზე ვერ იქნებიან.
სახლი, რომელშიც ახლა იმყოფებიან, პატრონის თხოვნით მალე უნდა დაცალონ. ოჯახს წასასვლელი არსად აქვს და ბუნებრივია არის საფრთხე რომ ისინი ღია ცის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ.

გიორგის მშობლებს სასწაულების სჯერათ და ყოველ წამს მის მოლოდინში არიან. სწამთ უფლის და სჯერათ რომ ქვეყანაზე ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც მათ ოჯახს და პატარა გიორგის მომავლის გზის გაკვლევაში დაეხმარებიან.


თეო წითაძე

No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...