ჩემს შესახებ

 მე ვარ თეონა. დავიბადე ბაღდათის რაიონში, 1995 წელს. სკოლა 2013 წელს დავამთავრე. ამავე წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი.
ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა. მომავლის გეგმები და მიზნები ბევრი მაქვს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ წარმატებული გავხდე და გავაგრძელო ჩემი არჩეული გზა. არ ვიცი როგორ ჟღერს, მაგრამ პროფესიამ შთამაგონა ის რომ მე დღეს მობილიზებული ვარ ყველაფერზე... მიყვარს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება, ხასიათის მიხედვით, განსაკუთრებით ძილის წინ...
 როდესაც მჭირდება სიმშვიდე მას წიგნში  ვპოულობ, ასევე საინტერესო სტატიებს ვკითხულობ. ხშირად, როდესაც გულში, რაიმე დაგიგროვდებათ ალბათ გარკვეულ ხერხს მიმართავთ ხოლმე, მე ასეთ დროს  ჩანახატებს ვქმნი... პოეზიაც მიყვარს... ადრეულ ბავშვობაში "კუბლეტიანი" ლექსების წერა დავიწყე, ლექსები რამდენად იყო ვერ გეტყვით მაგრამ ვრითმავდი :) მუზა დიდობაში იშვიათად მოდიოდა მაგრამ როცა მოვიდოდა ვწერდი... რამდენიმე წლის წინ დავიწყე ამბის წერა, პატარა რომანი მინდოდა შემექმნა სიყვარულის ისტორიაზე. ვაპირებ ისევ გავაგრძელო...
ცხოვრებას ნაბიჯს ვუწყობ, ისევე როგორც თქვენ... ისეთივე ვარ, როგორც თქვენ... მეც ისეთივე პატარა ნაწილი ვარ ამ დიდ სამყაროში, ერთი ინდივიდი,  როგორიც თქვენ... ჩვენ ცალ-ცალკე და ერთად სამყაროს ვქმნით. ერთ დიდ ჯაჭვს ვკრავთ, რომელსაც ჩემი მომავლის რგოლიც მინდა ჩავაბა.... მინდა მომავალი, ძლიერი და ბედნიერი...

No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...