შემოდგომა და ჭიამაიები (ჩანახატი, რომელიც უბრალოდ უნდა წაიკითხოთ) ♥️

სულ რაღაც ექვსი დღეა შემოდგომის ბოლო თვემ, ნოემბერმა ათვლა დაიწყო.
ამინდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მართლა ნოემბერია. წარმოიდგინეთ: ძალიან ახლოდან ისმის როგორ მიედინება მდინარე ქვემოთ, თითქოს სადმე მიეჩქარება. მას თან ახლავს ჩიტების, ცაში ატყორცნილი ბეღურების მხიარული შელაპარაკება, თითქოს ბუნებას ესაუბრებიან და მნიშვნელოვან ამბავს უამბობენ ერთმანეთს, აი სწორედ ისე ჩვენ რომ დაქალებთან ერთად ფინჯან ყავას ჩაუსხდებით და გაუთავებელ რუტუნს მოვყვებით :) ... მზე, მის უდიდებულესობა, როგორ დინჯად გადმოსცქერის დედამიწას. მის მწველ სხივებს დაუშურებლად აპკურებს შემოდგომის ფოთლებს, ხავერდოვან ფერთა შეხამება, შემოდგომის მკვეთრი, მზისფერი ფოთლები და უამრავი ჭიამაია, რომლებიც თითქოს ცაში, მზის სხივებში იჩეკებიან და დედამიწისკენ მოემართებიან.
სწორედ მათ მიიპყრეს ჩემი ყურადღება, რადგან აქამდე ამდენი ერთად არასდროს მინახავს... უბრალოდ მშვენიერია... ბავშვობაში, ალბათ, ყველას დაგისვამთ ეს პატარა კოპლებიანი არსება ხელზე და გიკითხავთ : “ჭია, ჭია, მაია, ხვალ თუ კარგი დარია?” აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ ბავშვობაში კიარა დიდობაშიც ძალიან მოგვწონს :) 
ყოველ დილით, როდესაც ვიღვიძებ და გარეთ გამოვდივარ, ვამჩნევ როგორ იცვლის ბუნება ფერს ყოველდღიურად, როგორი ლამაზი ხდება ხედი ჩვენი სახლის ეზოდან... და უნდა გითხრათ ისიც, რომ ეს სამოთხე ბაღდათის რაიონში, სოფელ ზეგანში მდებარეობს. დიახ, სწორედ აქ უნდა იყო, რომ შეიგრძნო გაზაფხულიც, ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც... ჟამთა სვლა...


მინდა ისევ ჭიამაიებს დავუბრუნდე და გითხრათ, რომ აქამდე ბევრი რამ ჭიამაიებზე არ ვიცოდი, არც ახლა ვიცი “ბევრი” მაგრამ მინდა მათ შესახებ ცოდნა გაგიზიაროთ...
ეს პატარა არსებები თითქმის ყველა ქვეყანაში ბინადრობს და თურმე ყველასათვის სასურველ სტუმრად ითვლება.  ლეგენდების თანახმად ადრე მას ღვთის “სისხლის წვეთს” უწოდებდნენ. ამბობდნენ, რომ ჭიამაიები ცაში ცხოვრობენ და დედამიწაზე იმიტომ ჩამოდიან, ხალხს ღვთის ნება ამცნონო. თურმე ეიამაიას ყველა ქვეყანაში ბედნიერების სიმბოლოდ აღიქვამენ და მისი გამოსახულებებით სახლებს რთავენ.  გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, ჭიამაია ღვთისმშობლის მოვლენილია და ერთადერთი მწერია, რომელსაც ადამიანის ენა ესმის. მას თქვენი სურვილის ზეცამდე მიწვდენაც კი შეუძლია. დაიმახსოვრეთ, რომ მისი მოკვლა ან სახლიდან გაგდება კატეგორიულად აკრძალულია.
ასე რომ ჩემო მეგობრებო, ჩემო საყვარლებო, ბევრ ჭიამაიას გისურვებთ... ♥️





ავტორი: თეონა წითაძე

No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...