ქრისტინ ჩუბაკი პირველი და ერთადერთი ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში, სამუშაო ადგილას მოიკლა თავი. 1974 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც გადაცემის მსვლელობიდან 8 წუთი იყო გასული, ქრისტინმა თქვა: “მე-40 არხი ყოველთვის გატყობინებდათ სისხლიან ახალ ამბებს, ახლა კიდევ ერთს იხილავთ: თვითმკვლელობას.” ამ სიტყვებთან ერთად მან რევოლვერი ამოიღო და ტყვია დაიხალა. ამ მოვლენამდე 3 კვირით ადრე მას ხელმძღვანელმა სთხოვა, მოემზადებინა რეპორტაჟი თვითმკვლელობაზე. ქრისტინი დათანხმდა და ადგილობრივ შერიფს ეწვია, რათა მსგავს საქმეებს უფრო ახლოს გაცნობოდა. ინტერვიუს დროს შერიფმა უთხრა, რომ ყველაზე ხშირი მეთოდი თვითმკვლელობისა იყო .38 კალიბრიანი რევოლვერი, რომელსაც როგორც წესი, თავის უკანა მხარეს იდებდნენ სროლისას და არა საფეთქელზე. ვიდეოზე საავტორო უფლება ქრისტინის ოჯახის წევრებმა მოიპოვეს და მისი გავრცელება არ მომხდარა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა
ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...

-
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში საგვარეულო დღესასწაული "ელაობა" აღინიშნება. სულთმოფენობის მეორე დღეს მომლოცველები წმინდა გი...
-
სულ რაღაც ექვსი დღეა შემოდგომის ბოლო თვემ, ნოემბერმა ათვლა დაიწყო. ამინდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მართლა ნოე...
-
11 ნოემბერი ენერგიის დაზოგვის საერთაშორისო დღეა, რომელიც საერთაშორისო სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის SPARE-ის (პროექტი კლიმატის ც...
No comments:
Post a Comment