“არა
გაზპრომს! არა ოკუპანტის ოცნებას!”
გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში.
აღნიშნული
აქცია „თავისუფალი ზონის“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ ისინი მოსალოდნელი
საფრთხის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც კომპანია „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაღრმავებას
გულისხმობს.
ისინი თვლიან რომ გაზპრომის საქართველოში შემოსვლა საფრთხეს
შეუქმნის ენერგოდამოკიდებულებასა და სახელმწიფოებრიობას, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან
საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლას.
„ჩვენ არ ვეთანხმებით გაზპრომის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე. ოკუპანტის
გაზს საქართველოში არ დავუშვებთ“_ აცხადებს „თავისუფალი ზონის“ წევრი ნიკოლოზ ნარსია.
თეო წითაძე
No comments:
Post a Comment