ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში
მივიდნენ. მათ შენობის აივნიდან იმ ბანერის
ჩამოხსნა მოსთხოვეს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გაზპრომის გასაპროტესტებლად
გააკრეს.
როგორც მერიის წარმომადგენლები აღნიშნავენ,
შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ბანერის განთავსების უფლება იქ ნაციონალური
მოძრაობის წევრებს არ ჰქონდათ.
სიტყვიერი გაფრთხილების დაუმორჩილებლობის შემდეგ მათ
ჯარიმა დაეკისრათ.მერიის წარმომადგენლებმა შეადგინეს ოქმი, რომლითაც სასამართლოს მიმართავენ.
„დღეს, როდესაც ყველა პოლიტიკურად აქტიური სულიერის ყურადღება და მობილიზება გადატანილია გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე, ქ. ქუთაისის მერმა გადაწყვიტა და დაინტერესდა თუ რატომ გადმოვფინეთ 5 დღის წინ პარტიის ოფისის აივანზე გაზპრომის გასაპროტესტებელი ბანერები და გვითხრა, რომ აღნიშნული ბანერები არის ფასადის დაზიანება და 150-ე მუხლის თანახმად დასჯადია.“_ამბობს
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის პოლიტსაბჭოს წევრი, შორენა საღინაძე.
„არა გაზპრომს! არა რუსი ოლიგარქის
ოცნებას!“ - აღნიშნული ბანერის გამო ნაციონალურ
მოძრაობას სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა 1000 ლარი დაეკისროს.
თეო წითაძე
No comments:
Post a Comment