ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა.

 ქრისტინ ჩუბაკი პირველი და ერთადერთი ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში, სამუშაო ადგილას მოიკლა თავი. 1974 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც გადაცემის მსვლელობიდან 8 წუთი იყო გასული, ქრისტინმა თქვა: “მე-40 არხი ყოველთვის გატყობინებდათ სისხლიან ახალ ამბებს, ახლა კიდევ ერთს იხილავთ: თვითმკვლელობას.” ამ სიტყვებთან ერთად მან რევოლვერი ამოიღო და ტყვია დაიხალა. ამ მოვლენამდე 3 კვირით ადრე მას ხელმძღვანელმა სთხოვა, მოემზადებინა რეპორტაჟი თვითმკვლელობაზე. ქრისტინი დათანხმდა და ადგილობრივ შერიფს ეწვია, რათა მსგავს საქმეებს უფრო ახლოს გაცნობოდა. ინტერვიუს დროს შერიფმა უთხრა, რომ ყველაზე ხშირი მეთოდი თვითმკვლელობისა იყო .38 კალიბრიანი რევოლვერი, რომელსაც როგორც წესი, თავის უკანა მხარეს იდებდნენ სროლისას და არა საფეთქელზე. ვიდეოზე საავტორო უფლება ქრისტინის ოჯახის წევრებმა მოიპოვეს და მისი გავრცელება არ მომხდარა.

8 მიზეზი თუ რატომ არ უნდა შეგიყვარდეთ ჟურნალისტი

ჟურნალისტმა შიტიკა ანანდიმ  8-პუნქტიანი სია შეადგინა, სადაც საუბრობს იმ უარყოფით მხარეებზე, რაც შეიძლება ჟურნალისტის შეყვარებამ გამოიწვიოს. მან მკთხველს 8 პუნქტიანი სია შესთავაზა თუ რატომ არ უნდა შეიყვარონ ჟურნალისტი. 
"ძალიან დდი ხნის წინათ ერთმა ადამიანმა მითხრა: "ჟურნალისტიკა სექსუალური პროფესიაა"
და რა თქმა უნდა ეს სიმართლეა.
ჩვენ გვაქვს ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, ვსვამთ ძვირფას შამპანურს, ვრჩებით ორ-სამი ღამეს ძვირადღირებულ კურორტებზე და ამ ყველაფერს ვიღებთ სრულიად უფასოდ. 
თუმცა ამ მომაჯადოვებელი მხარის გარდა, ჟურნალისტიკას აქვს კიდევ ერთი მხარე, რომელიც საკმაოდ საშიშია და მასზე არც თუ ისე ბევრს სმენია. უძილო ღამეებისა და "მიუტევებელი დედლაინების" გარდა ჟურნალსიტიკაში სხვაც ბევრია საგანგაშო ფაქტორები.
არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტები საუკეთესო პარტნიორები არიან, მაგრამ არსებობს ის მიზეზებიც, რამაც შეიძლება თქვენი ურთიერთობა სრულ კოშმარს დაამსგავსოს. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ ამ უკანასკნელზე შეგატყობინოთ. 
1.ჟურნალისტი თქვენზე ფულს გააკეთებს
თუ თქვენ ჟურნალისტთან გააბამთ რომანს, აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების დეტალები დაიბეჭდება გაზეთში, ჟურნალში, ან განთავსდება საიტზე. შეიძლება თქვენი ასაკი, სამუშაო და კანის ფერი შეიცვალოს, თუმცა სხვა მხრივ ეს თავიდან ბოლომდე თქვენ იქნებით. ხშირ შემთხვევაში თქვენ ამის ნებართვას არავინ გკითხავთ, რადგან  თქვენს არგუმენტს ჟურნალისტები შემდეგნაირად უპასუხებენ, ეს არის "გამოგონილი" ამბავი, თუმცა "რეალური მოვლენებითაა შთაგონებული." მაგრამ ნუ დაითრგუნებით, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებაში გარკვეული ადგილი გიჭირავთ -  გილოცავთ!
2.დედლაინი > სექსი
სამსახური ფულს იხდის, საყვარელი კი არა - სხვა რაღა უნდა ითქვას? სექსი  MS Word-თან და დოკუმენტების ზვავში ქექვა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე სახლში შავი ატლასის თეთრეულზე გაოფლიანება. თანაც ვინმემ ხომ უნდა გადაიხადოს ატლასის თეთრეულისთვის საჭირო თანხა?! ასევე ძვირფას ფრანგულ შამპანურში?! სახლში და სამზარეულოში ჯდომით ეს ყველაფერი არ მოვა. სამწუხაროდ ასეა. 
3.ისინი დაუჯერებლად გონიერები არიან
მათ იციან როდის ცრუობთ, როდის ლაპარაკობთ გულით და როდის ხართ თავმობეზრებული. ისინი გაწვრთნილები არიან თქვენი ხმის ტონის მეშვეობით, თუნდაც ტელეფონიდან გაიგონ ყველაფერი. ჟურნალისტები აეროპორტის გაწვრთნილი ძაღლებივით არიან, ამიტომ ნურასოდეს დაიჯერებთ რომ მათი მოტყუება შეძელით. და თუკი ჟურნალისტს ფოტოგრაფიული მეხსიერებაც აქვს გამაგრდით! - ეს არის სრულიად ახალი დონე!
4.ისინი დაიმახსოვრებენ თქვენს სიტყვებს
არ აქვს მნიშვნელობა ტელეფონში ეუბნებით თუ წერთ, ჟურნალისტებს თქვენი სიტყვები არასოდეს დაავიწყდებათ. მათ ახსოვთ რა თქვით და როგორ თქვით, - ვნებით თუ სიძულვილით. ისინი ამ ყველაფერს იმახსოვრებენ, რომ საჭირო დროს შეგახსენონ. ისინი დაპროგრამებულები არიან მოვლენების და ინტერვიუების დამახსოვრებაზე, ასე რომ სანამ რამეს იტყოდეთ კარგად დაფიქრდით. ასევე, კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი სიტყვებიც, რადგან მათთვის სიტყვების ინტერპრეტაცია ძალიან ადვილია. 
5.ისინი გამუდმებით შეგისწორებენ გრამატიკულ შეცდომებს
ჟურნალისტებს სწორად წერა და მეტყველება სისხლში აქვთ გამჯდარი. ამიტომ დარწმუნდით, რომ მასთან საუბრისას, მესიჯის ან მეილის მიწერისას იცავთ ყველა გრამატიკულ წესს, რადგან ისინი შეცდომას აუცილებლად იპოვიან და მერწმუნეთ, არც შენიშვნის მოცემის მოერიდებათ. თუმცა, მეორეს მხრივ, ის იქნება პირველი ვინც დაინახავს თქვენს უნაკლო და უშეცდომო ნაწერს და ეს მის თვალში დიდ პლუსს მოგანიჭებთ. 
6.ისინი სოციალურ მედიაზე არიან დამოკიდებული 
ჟურნალისტები მუდმივად Facebook, Twitter, Instagram და Pinterest-ზე არიან, რადგან ეს მათი სამუშაოს ნაწილია. როგორც სოციალური მედიის ექსპერტი ისინი დროს არ კარგავენ მავნე გოგონების სტატუსების "დალაიქებაში" და მას ამ თემაზე ნურც გაეხუმრებით. (თქვენს ლამაზ ცხვირებს გაუფრთხილდით.)
7.ისინი პრეტენზიულები არიან კაფეს ან რესტორნის შერჩევისას
ჟურნალისტები ძალიან პრეტენზიულები არიან როდესაც საქმე კაფეში ან რესტორანში წასვლას ეხება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ჟურნალისტი მოგზაურობაზე წერს. უნდა იცოდეთ, რომ თუ მას კუთხის მაღაზიაში ქაბაბზე დაპატიჟებთ, ან "Starbucks"-ის ყავაზე, მეორე პაემანი უბრალოდ აღარ იქნება.
8.მათ სჭირდებათ დრო საკუთარი თავისთვის
მუდმივი საუბრები კოლეგებთან, წყაროების ძიება, თემებზე მუშაობა - ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ განტვირთვა სჭირდებათ. როდესაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ისინი რეალობას უბრუნდებიან, მათ სჭირდებათ სრული იზოლაცია. სასურველია სანაპიროზე ან ტბაზე, ნებისმიერი ტექნოლოგიური მოწყობილობის გარეშე განიტვირთონ. ეს არის დრო, რომელსაც ისინი ძალების აღსადგენად იყენებენ, რათა შემდგომში უფრო მეტი იდეა განახორციელონ. გახსოვდეთ, რომ ამ განტვირთვას თქვენ მათ ვერაფრით შეუცვლით. 
და თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის ატანა შეგიძლიათ, მაშინ დროა მოძებნოთ შესაფერისი ჟურნალისტი".

წარმატებული სტუდენტი - ბესარიონ ჩანქსელიანი

ბესარიონ ჩანქსელიანი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

კარნავალი წერეთლის სტუდენტებისთვის

"ვაპირებთ სასამართლოს ძალით მივიღოთ ინფორმაცია“ - გიორგი მარდალეიშვილი ქუთაისის მერიას მიმართავს

ქუთაისის მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელი გიორგი მარდალეიშვილი ქალაქ ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურს, ა.ა.ი.პ. ბაგა-ბაღების გაერთიანებას, ა.ა.ი.პ. სპეციალური სერვისების სამსახურსა და ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს, ზვიად ჯავახიას  მიმართავს და სასამართლოს ძალის გამოყენებით ემუქრება.
„ჩვენ გამოვითხოვეთ აღნიშნული სამსახურებიდან ინფორმაცია, რაც არის საჯარო და რისი დამალვის სამართლებრივი უფლება არ აქვთ.

ა.ა.ი.პ. ბაგა-ბაღების გაერთიანებას ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია დეკემბრის თვეში ა.ა.ი.პ.-ის თანამშრომლებისთვის გაცემულ დანამატებზე. ასევე, ქ.ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურს ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმისა და კონკრეტული სამარშუტო ტაქსების სანომრე ნიშნების შესახებ. მერიას ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია  2-დან 5 იანვრის ჩათვლით, ქ. ქუთაისში უხვი ნალექის დროს გაწეული სამუშაოების შესახებ და კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა ამისათვის.  ა.ა.ი.პ. სპეციალურმა სამსახურმა კი არასრულყოფილი პასუხი მოგვწერა. წერილებზე პასუხს აქამდე უშედეგოდ ველოდეთ. ვფიქრობ,რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მათ საბუთების მოუწესრიგებლობაა. პასუხის მიღების ყველანაირი ვადა ამოწურულია. ვაპირებთ სასამართლოს ძალით მივიღოთ ინფორმაცია“- აცხადებს გიორგი მარდალეიშვილი.


თეო წითაძე

"არა ოკუპანტის ოცნებას!"-აქცია ქუთაისში

არა გაზპრომს! არა ოკუპანტის ოცნებას!
გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში.
აღნიშნული აქცია „თავისუფალი ზონის“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ ისინი მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც კომპანია „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს.
ისინი თვლიან რომ გაზპრომის საქართველოში შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის ენერგოდამოკიდებულებასა და სახელმწიფოებრიობას, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლას.

„ჩვენ არ ვეთანხმებით გაზპრომის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე. ოკუპანტის გაზს საქართველოში არ დავუშვებთ“_ აცხადებს „თავისუფალი ზონის“ წევრი ნიკოლოზ ნარსია. 



თეო წითაძე

გიორგის მეთორმეტე დაბადების დღე სასწაულის მოლოდინში

ძამსაშვილების ოჯახი ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში ცხოვრობს.
ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ აქვს და დროებით, ორი წლის ვადით სხვის სახლში არიან შესახლებულნი.
ოჯახში ცოლი, ქმარი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
მათი ერთ-ერთი შვილი,გიორგი დაავადებულია.  მას სპეციფიური ქცევები და ემოციური აშლილობა ბავშვობიდანვე აღენიშნება. გიორგის ასევე აქვს სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება ასთმური სინდრომით. მისი ჯანმრთელობა წამალზეა დამოკიდებული.
გიორგის წელს მეთორმეტე დაბადების დღე ჰქონდა და ოჯახში ამ ხნის განმავლობაში,როგორც თავად აღნიშნავენ, ამ დღეს პირველად შეხვდნენ ხალისით. ოზურგეთში  ძამსაშვილების ოჯახს ამ დღის აღსანიშნავად და ოჯახის დასახმარებლად სტუდენტები ქუთაისიდან ეწვივნენ. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს მათი მიზანი შეასრულეს. ოჯახი ბედნიერი,ხოლო გიორგი კი ,როგორც მისი მშობლები ამბობენ, წელს მის დაბადების დღეზე პირველად იყო გახარებული.
გიორგი სკოლაში დაგვიანებით შეიყვანეს თუმცა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე მაინც ცდილობს პროგრამის ათვისებას. სწავლა უნდა თუმცა სკოლაში სიარულზე უარს ამბობს,  გარემო სადაც მას უწევს ყოფნა მისთვის მიუღებელია, როგორც გიორგიმ გვითხრა ხმაური აწუხებს და ხშირად მის კლასელებზეც ბრაზობს ამის გამო. გარდა ამისა გიორგი ხშირად ხდება ცუდად, რის გამოც სკოლის გაცდენა ერთი თვითაც უწევს. ექიმებმა ოჯახს ურჩია გიორგი აღმოსავლეთში გადაეყვანათ რადგან მის ჯანმრთელობაზე აღმოსავლეთის ჰაერი დადებითად იმოქმედებდა, თუმცა ოჯახს ეს ძალიან გაურთულდა.მათ არ აქვთ იმის საშუალება რომ შვილის ჯანმრთელობა ბოლომდე გამოიკვლიონ. გიორგის გარდა ოჯახში კიდევ ერთი დაავადებულია.ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი თეონა ლომთათიძე ბავშვობიდან ავადმყოფობს. მას ბრონქული ასთმა, ინფექციურ-ალერგიული, ოსტეოქონდროზი და სომატოფორმული ვეგეტაციური დისფუნქცია დაუდგინეს. ამჟამად იმყოფება მუდმივ მედიკამენტოზურ, სიმპტომურ მკურნალობაზე.
 სოციალური დახმარება აქვთ თუმცა,როგორც თავად აღნიშნავენ თანხა მხოლოდ გიორგის წამლისთვის არის საკმარისი.სხვა საარსებო შემოსავალი ოჯახს არ გააჩნია. საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით სოფლის მოძღვარი, გამგეობა და მეზობლები ხშირად დახმარებია თუმცა როგორც ოჯახში ამბობენ ყოველთვის მათ იმედზე ვერ იქნებიან.
სახლი, რომელშიც ახლა იმყოფებიან, პატრონის თხოვნით მალე უნდა დაცალონ. ოჯახს წასასვლელი არსად აქვს და ბუნებრივია არის საფრთხე რომ ისინი ღია ცის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ.

გიორგის მშობლებს სასწაულების სჯერათ და ყოველ წამს მის მოლოდინში არიან. სწამთ უფლის და სჯერათ რომ ქვეყანაზე ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც მათ ოჯახს და პატარა გიორგის მომავლის გზის გაკვლევაში დაეხმარებიან.


თეო წითაძე

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციას შესაძლოა ჯარიმის გადახდა დაეკისროს


ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდნენ. მათ შენობის აივნიდან იმ ბანერის  ჩამოხსნა მოსთხოვეს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გაზპრომის გასაპროტესტებლად გააკრეს.

როგორც მერიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ბანერის განთავსების უფლება იქ ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ ჰქონდათ.
 სიტყვიერი გაფრთხილების დაუმორჩილებლობის შემდეგ მათ ჯარიმა დაეკისრათ.მერიის წარმომადგენლებმა შეადგინეს ოქმი, რომლითაც სასამართლოს მიმართავენ.

დღეს, როდესაც ყველა პოლიტიკურად აქტიური სულიერის ყურადღება და მობილიზება გადატანილია გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე, . ქუთაისის მერმა გადაწყვიტა და დაინტერესდა თუ რატომ გადმოვფინეთ 5 დღის წინ პარტიის ოფისის აივანზე გაზპრომის გასაპროტესტებელი ბანერები და გვითხრა, რომ აღნიშნული ბანერები არის ფასადის დაზიანება და 150- მუხლის თანახმად დასჯადია.“_ამბობს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის პოლიტსაბჭოს წევრი, შორენა საღინაძე.


„არა გაზპრომს! არა რუსი ოლიგარქის ოცნებას!“   - აღნიშნული ბანერის გამო ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა 1000 ლარი დაეკისროს.



თეო წითაძე

შევცვალოთ 2016 !

ახალი წელი დაიწყო, მაგრამ სიკეთეს ჯერ ვერ ვატყობ. ჯერ მხოლოდ ცუდ ინფორმაციებს ვისმენ საზოგადოებაში. 
2016 წელი ტრაგიკულად დაიწყო უამრავ ოჯახში. ახალგაზრდა ბავშვებმა დატოვეს სამყარო... ბავშვებმა რომელთაც ჯერ ცხოვრება არ უნახავთ... "
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა"..._ ეს არის ის ერთ-ერთი ფრაზა რომელიც ხშირად მესმის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 
ქურდობა, კრიმინალი არათუ იკლებს, არამედ ყოველდღე იზრდება.
უსახლკარო ოჯახები, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები და მოხუცები...

ქუჩაში გამოსული პატა, გაყინული ხელი დახმარებას ცრემლიანი თვალებით ითხოვს.

გამწარებული დედა შველას ითხოვს შვილების გადასარჩენად... 

შობის დილის მშვიდი ღამე ახალგაზრდა გოგოს კივილმა გამოაღვიძა, რომელსაც დედა მოუკვდა...

სათხილამურო გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა..._ დროებითი გართობა და დასვენება 12 წლის გოგონას სიკვდილის ფასად, ბედისწერად ექცა...

დაღუპული სამი წლის ბავშვი რომელიც კედლის ნანგრევმა დედას ხელებში ჩააკლა....

ასევე 12 წლის გოგონას გუშინ, ავტომობილმა შეჯახებისთანავე შეუწყვიტა არსებობა...

კიდევ რამდენი არ მახსენდება ამ ეტაპზე... რამდენი საცოდაობა და სამწუხარო ფაქტი მოჰყვა ამ წელს მოსვლისთანავე....

 ამდენი უარყოფითი ენერგიის და ამდენი გაუბედურებული ადამიანის მნახველი, საღად მოაზროვნე ადამიანი მხიარული და ბედნიერი ვერ იქნება. გაქრა პოზიტივი,გაქრა გულიდან წამოსული ღიმილი სახეზე და გაქრა ბედნიერება...
ბუნებრივია ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა და დავფიქრებულვარ ხშირად...ნუთუ ასე გაგვწირა ბედისწერამ... ნუთუ აღსასრულისაკენ მიდის სამყარო... ჩვენ კი რაღაცნაირად ხელს ვუწყობტ ამ ყველაფერს, ვნებდებით და არვ ვცდილობთ უკეთესობა შევქმნათ....
მე პირადად არ ვიცი რამდენად კარგს ვაკეთებ მაგრამ მიმაჩნია რომ სწორად ვიქცევი...რაში გამოიხატება ეს? _ახლავე...

როდესაც ვხედავ მოწყენილ, მოღუშულ "გულშემოყრილ" ადამიანებს ვფიქრობ რაში შეიძლება იყოს გამაოსავალი... ასეთი სახეები დამეთანხმებით ალბათ რომ დღეს ყველგან გვხვდება... (მაღაზიაში, აფთიაქში, ძალიან ბევრი ბაზარში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა)
შეიძლება შენც არ ხარ ბედნიერი და მომენტში გაღიზიანებული ხარ...უნდა შეგეძლოს ამის კონტროლი, რადგან კონფლიქტს აერიდო. ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და სიტუაცია ერთი ტკბილი სიტყვითა და ღიმილით გამინეიტრალებია. ამ ხერხმა ერთხელ რომ გაამართლა მეორეთაც გამოვიყენე და ახლა ნელ-ნელა ჩვევად მექცა.ადამიანებს ტკბილი სიტყვები მალამოსავით ეცხება გულზე და შენი პოზიტივი მათზე ძალიან მარტივად გადადის. ეს სიამოვნებასაც მანიჭებს რადგან მიხარია ხალისიანი სახეების ხილვა საზოგადოებაში, რასაც დღეს ჩვენ ნაკლებად ვხედავთ. 

დღეს ერთ-ერთ დაწესებულებაში შევედი სადაც ორი ახალგაზრდა გოგო, იქ მომუშავე პერსონალი დამხვდა... დაღლილმა, მოწყენილმა სახეებმა თითქოს უცებ შემბოჭეს. ჩემი საქმე მოვილიე და როგორც იციან ხოლმე ზრდილობის ფორმის გამოსახატავად მეგონა რომ მადლობას მეტყოდნენ, თუმცა არც ერთმა და არც მეორემ ეს არ გააკეთა... ნივთები ავიღე, გოგონებს ღიმილიანი სახით გადავხედე, მადლობა მოვუხადე, შობა-ახალი წელი მივულოცე კეთილი სურვილებით.რა თქმა უნდა ესიამოვნათ,მითუმეტეს რომ არ ელოდნენ და ახლა უკვე არც მათმა დააყოვნეს... ანუ მივიღე ის რაც გავეცი... "პოზიტივი"
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, ყველგან აფრქვიეთ პოზიტივი.მერწმუნეთ ამით თქვენ ბევრს მიიღებთ და საკუთარი თავის კმაყოფილიც კი დარჩებით.ეცადეთ შეიცვალოთ ამ მხრივ, თუ ჩემამდე ამაზე არ გიფიქრიათ რაღა თქმა უნდა...
მინიმუმ ასეთი ქმედებებს უნდა მივეჩვიოთ ცვენი მომავლის სასიკეთოთ.

ჩვენვე უნდა შევცვალოთ 2016 და მომავალი...მეტი ღიმილი, მეტი პოზიტივი გაეცით და დაიჯერეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაამსხვრიოთ ის უარყოფითი ენერგეტიკა რომელიც საზოგადოებისაგან მოდის დღეს... ჩვენ ამას შევძლებთ რადგან ჩვენვე ვქმნით მას. 




თეო წითაძე

ჩემი ლექსი "არ გისურვებ"

 *** არ გისურვებ ***
ერთ დროს დედას შენს აკვანთან 
ბნელი ღამე უთევია.
გზარდა შვილი, უხარია...
მისი გრძნობა უთქმელია.
დღეს შენ ზიხარ, 
ღამეს ათევ,
შვილს კიარა უთევ ფიქრებს.
უთევ დარდებს,
უთევ ნაღველს,
უკვე დღეა, უთენია.
ყოველ ღამე როცა წვები,
როცა გინდა დაიძინო...
თვალზე ცრემლი მოგადგება
და გინდება რომ იტირო...
ცრემლი წამწამს დაეკიდა,
გული ფიქრებს გაეკიდა.
გაგახსენდა რომ "გეკიდა"
გაგახსენდა რომ გეტკინა.
ცრემლმა ლოყა გადიარა
და ბაგეებს ჩაეჭიდა,
შენ დაფიქრდი ეს რა გჭირდა
და ცხოვრება რატომ გსჯიდა.
გაიელვა ეტაპებმა:
პირველად რომ გითხრეს გრძნობა, 
პირველად რომ მოგატყუეს 
და დაკარგე ყველას ნდობა.
ის პირველი დახმარება,
დღეს რომ იქცა წიხლის ჭერად.
ის პირველი დამარცხება
რაც არ ვარგა აქ სათქმელად.
გარბიხარ და დრო გეწევა,
გრძნობაც თავიდან გეწვევა.
კვლავ პრობლემები გექმნება
და სავსე ფიალა გექცევა.
ნახე თავზე ცა გემხობა.
მარტო ხარ და ეგ გეტყობა.
მეგობარი კი გყავს მაგრამ
ჩაიკეტე, ვერ გემხრობა.
დაღამდება, ცრემლებს ყლაპავ,
გეღვიძება "სველლოყებას"
შველას ითხოვ არავისგან
კვლავ ტირიხარ "არაფრისგან"
გათენდება,ცრემლს შეიშრობ
და დღის ცხოვრებას შეიშნობ.
წახვალ, ივლი მომღიმარი,
დარდს და ტკივილს არ შეიტყობ.
ხალხს გონია გიხარია
და კარგი გაქვს "დიხანია"
გაიღიმებ?_ გიხარია.
თუ ღიღინებ_მაშ ცხოვრება გიხარია.
სხვამ რა იცის შენ რა გილხინს.
რომ ამ ღიმილს ნიღბად ხმარობ.
სხვამ რა იცის რომ ამ ღიღინს
დარდის დასამალად ხმარობ.
ვაღიარებ შენს ნიჭს კარგო.
მესმის გტკივა შენ ეს ღამე,
იმ სამყაროს იხმობ ახლაც,
თუმცა არ გსურს რომ დაგკარგონ....
დედამ ის დრო გაიხსენა
ღამე რომ გირწევდა აკვანს,
ახლა გაყინული წევხარ
და უსველებ მას შავ კაბას.

თ. წითაძე



ასეთ სამყაროში ყველაფრის გეშინია...

წახვალ...
წახვალ მაგრამ სად? ...
ცხოვრება უამრამ დაბრკოლებას გიწყობს. მიდიხარ, ხედავ ათას ბედნიერ და მოწყენილ სახეს. დარდი, სევდა, ნაღველი, შური, ბოღმა, ზიზღი, სიხარული,სიყვარული, მოწყალება, იმედი... ერთმანეთში არეული, მოხეტიალე გრძნობები სივრცეს შერწყმია.
მიდიხარ და გგონია რომ სამყარომ შენზე უარი თქვა...მიდიხარ და ფიქრობ რომ ეს აღსასრულია.ფიქრობ... ნეტავ ხვალ იქნები? იქნება ისევ ის გაზა რომელიც შენ ხვალ უნდა განვლო ?
ზოგს გაუმართლა, ზოგს არა, ზოგმა კი საკუთარი სახსრებით მიაღწია მას რასაც მიაღწია. დღეს ნაკლებად შეამჩნევთ ქუჩაში მომღიმარ სახეებს. საზოგადოება „ჭირმა“ მოიცვა. უზღვავი უარყოფითი ენერგია, შური, ბოღმა, გაბოროტებული ადამიანები... ეს არის დღევანდელობა, რომელსაც გინდა გაექცე...
არც ერთი დილა ბედნიერების საბაბს არ გაძლევს... ყოველი დღე უმაქნისი და ერთნაირია.მოგბეზრდა ეს ყველაფერი. ყოველდღე ვიღაც გესაყვედურება, გეჩხუბება, შენში ეძებს დასაგესლ წერტილს რომ ბოღმა ჩაგანთხიოს. ცდილობს ისეთად გაქციოს როგორიც თვითონ არის_ „შხამიანი“...  მომაბეზრებელია ამის ყურება. ხვდები რომ განსაცდელი კარს მოგადგა...
წახვალ... წახვალ მაგრამ სად? სად იპოვი განსხვავებულ სამყაროს, გარემოს სადაც უყვართ და ზიზღი არ იციან... სად გადარჩები... ვერაფერში ხედავ გამოსავალს...
გარბიხარ... გაურბიხარ დედას მამას დას ძმას ახლობლებს მეგობრებს ნათესავებს. ყველას და ყველაფერს გაურბიხარ... ასეთ სამყაროში ყველაფრის გეშინია... უსუსური გახდი... დარდმა და შურმა ისე იმოქმედა შენზე რომ უკვე სიყავარულიც კი გაშინებს. სიყვარული,რომელსაც შეუძლია გაქცეულიც კი მოგაბრუნოს მაგრამ არ გინდა განცდა ამისა... არ გინდა რადგან შენ წარსულს გაურბიხარ... წარსულს რომელიც თურმე დარდში გაგიტარებია. იმ ტყუილებს,იმ არასწორ ნაბიჯებს გაურბიხარ საზოგადოება რომ დგამს დღეს. ცდილობ არ გაეხვე ამ ბურუსში მაგრამ არა, არ გამოდის...იმიტომ რომ შენ ერთ-ერთი რგოლი ხარ იმ უწყვეტი ჯაჭვისა რომელსაც ერთ დღეს ბოქლომი დაადეს და გასაღები წარსულს ჩააბარეს. წარსული კი არასოდეს არ დაბრუნდება. ის წავიდა, შენ კი წინ მიდიხარ... წინ სადაც ყველაფერს ნაცრიცფერი ნისლი დასდებია... წინ სადაც არსად გაზაფხული არ მოსჩანს. წინ სადაც უფსკრულია... წინ სადაც დიდი აფეთქებაა... აფეთქება დროისა და სივრცისა... ერთი დაგრჩენია... დროს მიჰყვე... მოემზადო იმ დიდი აფეთქებისთვის რომელსაც „გადარჩენა-არგადარჩენისა“ ჰქვია... 

მანამდე კი იბრძოლე ... იბრძოლე გადარჩენისთვის... იბრძოლე სიყვარულისთვის... იბრძოლე ბედნიერებისთვის... 

ჯგუფი 18 - თოვლი მოსულა

სეიშენი - ახალი წლის ღამე. Seisheni - Axali Clis Game



ახალ წელს სურვილები ახდება.
გილოცავთ..... :)

mxolod axla mivxvdi ! )))



მათთვის ვისაც ნოსტალგიის ესმით და გაეგებათ ))

საახალწლო ფასდაკლებები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებში

ქუთაისში არსებული სხვადასხვა ბრენდების მაღაზიათა ქსელში მომხმარებლებს საახალწლო ფასებს სთავაზობენ.

ფასდაკლებები და აქციები ძირითადად 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა არსებობს მაღაზიები რომლებიც მომხმარებელს 10,20 და 30%-იან ფასდაკლებებს ნებისმიერ დოს სთავაზობს .
„კოტონის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საახალწლოდ ფასდაკლება  თითქმის ყველაფერზე აქვთ. მათ მომხმარებლებს 30-50-70%-იან ფასდაკლებები და ასევე მცირე სიურპრიზებიც ელოდებათ, რაც ახალ წლამდე გაგრძელდება.
15იანვრიდან კი „კოტონში“ ფასდაკლებების ახალი ეტაპი დაიწყება.

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლა“-ში  29 დეკემბერს მომხმარებლებს  საახალწლო ზეიმი ელოდებათ, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს მთელს ქარვასლაში. საახალწლო ზეიმი მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს.


საახალწლო ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს ასევე სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“. ფეხსაცმლის მაღაზია „ლე გა“ გთავაზობთ, როგორც საახალწლო ფასდაკლებებს, ასევე საშობაო აქციასა და სიურპრიზებს. მომხმარებელი,რომელიც შეაგროვებს მაღაზიის 5 სავიზიტო ბარათს, საჩუქრად გადაეცემა ერთი სპორტული ფეხსაცმელი. აქცია გაგრძელდება ძველით ახალ წლამდე.საახალწლო დღეებში მაღაზია „ლე გა“_ში თქვენ გელით 10, 20, 30, 40 %-იანი ფასდაკლებები.
საახალწლო ფასდაკლებებს გთავაზობთ მაღაზია „ანგელ ქიდს“ (გრანდ მოლში) ახალი წლის დღეებში ბავშვის ფეხსაცმელს 20%იანი ფასდაკლებით შეიძენთ. დანარჩენ საბავშვო ნივთებზე კი „ანგელ ქიდსი“ მომხმარებლებს 30 %იან ფასდაკლებებს სთავაზობს.


„ვაიკიკის“ ადმინისტრაციაში ამბიბენ რომ ზოგადად ფასები კლიენტებისთვის აშკარაა. სარეკლამო საახალწლო ფასდაკლებები არ აქვთ თუმცა როგორც ამბობენ ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველასათვის.

ტანსაცმლის მაღაზია „მალსის“ ადმინისტრაციაში კონკრეტულ საახალწლო ფასდაკლებებზე არ საუბრობს და ამბობენ რომ მათთან სულ არის ფასდაკლებები.


ფეხსაცმლის მაღაზია „სქაილერი“, (მდებარეობს თამარ მეფის ქუჩაზე) საახალწლოდ მომხმარებელს სთავაზობს 50 დან 80%-მდე ფასდაკლებებს. აქციას - 6 ნივთი ას ლარად, რომელშიც შედის ჩექმა, შუზი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ოთახის ფეხსაცმელი, ბალეტკები და ქამარი ან კოლგოტი. „აქცია 31 ამდე გაგრძელდება ხოლო ფასდაკლებები ახალი წლის შემდეგაც იქნება“ _ამბობს „სქაილერ“-ის მენეჯერი,ხათუნა ჯიქია.

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...