გოგნის “კარუგდებელი”

ფოტოებისა და სტატიის ავტორი - თეონა წითაძე
ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს. გიორგობას წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებულად აღნიშნავენ იმერეთის რეგიონში...
კერძოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში, სადაც მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის “კარუგდებელის” მამათა მონასტერი.
თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი გზიდან სალოცავი 4 კილომეტრში მდებარეობს. ეკლესიამდე მისასვლელი გზა კეთილმოწყობილია. აქ 6 მაისსა და 23 ნოემბერს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩადიან. ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე გიორგობის დღესასწაულზე ხალხის ნაკადი არ წყდება. მომლოცველების უმრავლესობას შესაწირად ბატკანი ან ქათმის მამალი მიჰყავს. ზოგი ფეხშიშველი მიუყვება სალოცავამდე სავალ გზას. აქ ხშირად შეხვდებით უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს. ბევრია მოწყალების მთხოვნელიცა და გამცემიც.  ხეებზე ფერადი ლენტების შებმისა და სალოცავის სახურავზე მამლების შესმის ტრადიცია წლებია არსებობს.
“მრევლის შენაწირი”
ფოტო: თეონა წითაძე
“წარმართული ტრადიცია”
ფოტო: თეონა წითაძე
გარდა იმისა რომ ადგილი სილამაზითაც არის გამორჩეული, ეს სალოცავი დიდი მადლის მატარებელია. არსებობს ლეგენდა, რომელიც გვაცნობებს ამბავს “კარუგდებელის” აგების შესახებ.  ლეგენდის თანახმად, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე აუგიათ საყდარი. სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ ჯერსეც იგივე განმეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო. დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ. უეცრად ხმა გაიგონეს და დაინახეს, რომ ტაძარს კარი ჩამოვარდნოდა. გარშემო ყველაფერი დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. ამის შემდეგ სალოცავს კარი არასდროს ჰქონია, სწორედ ამიტომ სალოცავს “კარუგდებელს” უწოდებენ. ეს ტაძარი მხოლოდ ერთადერთია, რომელსაც კარი არ აქვს.
მომლოცველების დიდი ნაკადისა და ადგილის უკმარისობის გამო, გოგნში, “კარუგდებლის” გვერდით, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მასზე დაახლოებით ისეთი ჩუქურთმებია, როგორიც ბარაკონსა და ნიკორწმინდაში. გარდა ამისა ტაძარზე დატანილია ყველა ის ქართული ჩუქურთმა, რომლის მოძიებაც გახდა შესაძლებელი. ტაძარი ბაგრატის ტაძარზე მაღალია. პირველი სართულის 9 მეტრი მიწაშია. მრევლი “კარუგდებლის” მოლოცვის შემდეგ შეძლებს ახალ ტაძარში დაესწრონ საზეიმო წირვა-ლოცვას.

მორწმუნეებმა წინაპრებისგან გადმოცემით იციან ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. მონასტრის წინამძღოლი, დეკანოზი იოანე რევიშვილი საუბრობს რომ სალოცავი მსწრაფლშემსმენელია. წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს. ყოფილა შემთხვევა კაცი ყავარჯნებით ამოსულა და ლოცვის შემდეგ ხელჯოხით დაბრუნებულა. სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა. წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა და მან გავლა შეძლო. 



შემოდგომა და ჭიამაიები (ჩანახატი, რომელიც უბრალოდ უნდა წაიკითხოთ) ♥️

სულ რაღაც ექვსი დღეა შემოდგომის ბოლო თვემ, ნოემბერმა ათვლა დაიწყო.
ამინდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მართლა ნოემბერია. წარმოიდგინეთ: ძალიან ახლოდან ისმის როგორ მიედინება მდინარე ქვემოთ, თითქოს სადმე მიეჩქარება. მას თან ახლავს ჩიტების, ცაში ატყორცნილი ბეღურების მხიარული შელაპარაკება, თითქოს ბუნებას ესაუბრებიან და მნიშვნელოვან ამბავს უამბობენ ერთმანეთს, აი სწორედ ისე ჩვენ რომ დაქალებთან ერთად ფინჯან ყავას ჩაუსხდებით და გაუთავებელ რუტუნს მოვყვებით :) ... მზე, მის უდიდებულესობა, როგორ დინჯად გადმოსცქერის დედამიწას. მის მწველ სხივებს დაუშურებლად აპკურებს შემოდგომის ფოთლებს, ხავერდოვან ფერთა შეხამება, შემოდგომის მკვეთრი, მზისფერი ფოთლები და უამრავი ჭიამაია, რომლებიც თითქოს ცაში, მზის სხივებში იჩეკებიან და დედამიწისკენ მოემართებიან.
სწორედ მათ მიიპყრეს ჩემი ყურადღება, რადგან აქამდე ამდენი ერთად არასდროს მინახავს... უბრალოდ მშვენიერია... ბავშვობაში, ალბათ, ყველას დაგისვამთ ეს პატარა კოპლებიანი არსება ხელზე და გიკითხავთ : “ჭია, ჭია, მაია, ხვალ თუ კარგი დარია?” აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ ბავშვობაში კიარა დიდობაშიც ძალიან მოგვწონს :) 
ყოველ დილით, როდესაც ვიღვიძებ და გარეთ გამოვდივარ, ვამჩნევ როგორ იცვლის ბუნება ფერს ყოველდღიურად, როგორი ლამაზი ხდება ხედი ჩვენი სახლის ეზოდან... და უნდა გითხრათ ისიც, რომ ეს სამოთხე ბაღდათის რაიონში, სოფელ ზეგანში მდებარეობს. დიახ, სწორედ აქ უნდა იყო, რომ შეიგრძნო გაზაფხულიც, ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც... ჟამთა სვლა...


მინდა ისევ ჭიამაიებს დავუბრუნდე და გითხრათ, რომ აქამდე ბევრი რამ ჭიამაიებზე არ ვიცოდი, არც ახლა ვიცი “ბევრი” მაგრამ მინდა მათ შესახებ ცოდნა გაგიზიაროთ...
ეს პატარა არსებები თითქმის ყველა ქვეყანაში ბინადრობს და თურმე ყველასათვის სასურველ სტუმრად ითვლება.  ლეგენდების თანახმად ადრე მას ღვთის “სისხლის წვეთს” უწოდებდნენ. ამბობდნენ, რომ ჭიამაიები ცაში ცხოვრობენ და დედამიწაზე იმიტომ ჩამოდიან, ხალხს ღვთის ნება ამცნონო. თურმე ეიამაიას ყველა ქვეყანაში ბედნიერების სიმბოლოდ აღიქვამენ და მისი გამოსახულებებით სახლებს რთავენ.  გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, ჭიამაია ღვთისმშობლის მოვლენილია და ერთადერთი მწერია, რომელსაც ადამიანის ენა ესმის. მას თქვენი სურვილის ზეცამდე მიწვდენაც კი შეუძლია. დაიმახსოვრეთ, რომ მისი მოკვლა ან სახლიდან გაგდება კატეგორიულად აკრძალულია.
ასე რომ ჩემო მეგობრებო, ჩემო საყვარლებო, ბევრ ჭიამაიას გისურვებთ... ♥️





ავტორი: თეონა წითაძე

სამი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული

ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში სამი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.
“მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა ადგილზე, ხოლო ორი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.  ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე ძალიან რთულია. 
თვითმხილველები ავარიის მიზეზად გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
როგორც ცნობილი ხდება გარდაცვლილთაგან ერთი 17-ის, ხოლო ორი კი 22 წლის ახალგაზრდაა.





ავტორი: თეონა წითაძე
ფოტო: ინტერნეტ სივრციდან

თვალის ფერი ყველაზე მნიშვნელავანი დეტალია თქვენი პიროვნების ხასიათის ამოსაცნობად

ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანის ამოცნობა იწყება მისი თვალებით. 
თვალის ფერის მიხედვით შეგიძლია ამოიცნო ადამიანის ხასიათი. 

არიან ადამიანები, რომლებსაც “გაუმართლათ” და თაფლისფერი თვალებით დაიბადნენ. მათ ღრმა და მიმზიდველი მზერა აქვთ. 
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თაფლისფერთვალებიან ადამიანებს უნიკალური ხასიათი აქვთ. ისინი უფრო მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე ცისფერთვალებიანი ადამიანები. ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან ახალ წამოწყებებში. თაფლისფერთვალებიანების ენერგიულობა, აქტიურობა, მგრძნობიარობა და ცნობისმოყვარეობა ნებისმიერს აღაფრთოვანებს. 

ისინი ადვილად პოულობენ სამსახურს, აღწევენ პროფესიულ წარმატებას. ნებისმიერ ადამიანთან 
შეუძლიათ დამეგობრება და საერთო ენის გამონახვა. ფსიქოლოგები თვლიან, რომ თაფლისფერთვალებიანები მეტად ემოციურები არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალის მქონე მამაკაცები. მათ უკეთ ესმით ქალის და რთულ მომენტში გვერდიდან არ მოსცილდებიან. 

თაფლისფერთვალება ქალებს - დიდი გული აქვთ. მზად არიან ყველას დასახმარებლად. სირთულეებს არ უშინდებიან.  
თაფლისფერთვალება ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათი კეთილგანწყობით გარშემო მყოფებმა შეიძლება ბოროტად ისარგებლონ. 
შავთვალებიანები ვნებიანი, ენერგიული ადამიანები, ინიციატორები არიან, ხასიათდებიან განსაკუთრებული შეუპოვრობით, ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. არიან აზარტულები. უყვართ მოქმედება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. გადაწყვეტილებებს იღებენ დაუფიქრებლად, ამიტომ ხშირად ცდებიან. ასეთი ადამიანებისთვის არ არსებობს წინააღმდეგობა. როდესაც ისინი მიილტვიან სასურველი ადამიანისკენ. მათ ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს. თუმცა ხანდახან მათი ასეთი გამბედაობა, კრახითაც სრულდება ხანდახან, რასაც დიდი ტკივილი მოაქვს მათთვის. 
ლირჯი თვალის ფერის მქონე ადამიანები არიან რომანტიულები, აქვთ ძლიერ ემოციური და მგრძნობიარე ბუნება. ხასიათდებიან გულუხვობით, საიმედოობით. კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზია, ტკივილის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან. ახასიათებთ ქედმაღლობა და ამპარტავნება. ხშირად ვერ იგებენ სხვის პრობლემებს ან უბრალოდ არ უნდათ მისი გაგება. 
ნაცრისფერთვალებიანები მიმზიდველი ტემპერამენტული მგრძნობიარე, მახვილგონიერი და იმპულსური ადამიანები არიან. ზოგადად მუქი ფერი არის ფეთქებადი და კონფლიქტური ადამიანის მახასიათებელი.
რომელიც ამავდროულად სწრაფად ივიწყებს ყველაფერს. ხასიათდებიან კატეგორიულობით. ამ ფერის თვალების მქონე ადამიანების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მათი კაპრიზები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებთ. ისინი ძალიან კონტაქტურები არიან. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ნახულობენ საერთო ენას სხვა ადამიანებთან.

ეს ტესტი გეტყვით როგორი ხართ თქვენ ...

 სამი სურათიდან აირჩიეთ ის, რომელზეც, თქვენი აზრით, ყველაზე მდიდარი ადამიანია გამოსახული. 
თუ გოგონა აირჩიეთ პირველი სურათიდან
თქვენთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფების აზრი. გიყვართ შექება და ქათინაურები. 

თქვენი ძლიერი მხარეა: ადამიანებთან კარგი დამოკიდებულება. თუმცა, ზედაპირული. გიცნობენ, როგორც ოპტიმისტურ და პოზიტიურ ადამიანს. ფულთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ: ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს. 

თუ ოჯახი აირჩიეთ მეორე სურათიდან
თქვენთვის სიმდიდრე ფართო ცნებაა. ნამდვილ ღირებულებას სიყვარული, ოჯახი, სიკეთე, ურთიერთთანადგომა წარმოადგენს. 

ფულის ფლანგვა არ გახასიათებთ. პირიქით, ეკონიმიასაც მიმართავ ხოლმე. 

თუ მამაკაცი აირჩიეთ ძაღლთან ერთად მესამე სურათიდან
სიმდიდრე ძალაუფლების სინონიმია. ძლიერი პიროვნება ხართ, ლიდერი. შეგიძლიათ ადამიანები მიზნების განხორციელებისთვის შეაგულიანოთ. ხშირად უხეში და კატეგორიული ხართ. მაგრამ დახმარებაზე უარს არავის ეუბნებით. 


32 წლის ქალს სექსის შემდეგ გული გაუსკდა

32 წლის კოლუმბიელი ქალის გარდაიცვალების მიზეზი თავის პარტნიორთან გატარებული 5 საათიანი უწყვეტი სექსუალური აქტი გახდა.
 ქალმა შეყვარებულს უთხრა, რომ იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს, რის შემდეგაც მამაკაცმა სასწრაფო გამოიძახა. დიდი ხნის დაგვიანების გამო, უგონოდ მყოფი ქალბატონი მამაკაცმა ტაქსით სასწრაფოდ მიიყვანა საავადმყოფოში. 
მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გახდა აღმგზნები ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც გათვლილია სექსუალური აქტის გახანგრძლივებისთვის, რომელსაც მძიმე ზეწოლა გააჩნია გულზე.
32 წლის ქალის ორგანიზმმა წამლის ზემოქმედებას ვერ გაუძლო და საავდმყოფოში მიყვანამდე გული გაუსკდა.


წყარო: mirror


ბაღდათში საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი 5 ოქტომბერს გაიმართება


  ბაღდათის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო “ღვინის არტ ფესტივალს” 5 ოქტომბერს პირველად უმასპინძლებს.
 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბაღდათელი და მეზებელი კუთხეების  მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინო, რომლის დაგემოვნება და შეძენა ადგილზევე შეეძლებათ ფესტივალის სტუმრებს.  ასევე საწნახელში ჩაიწურება ყურძენი, გამოიხდება არაყი, დამზადდება ჩურჩხელა.
მოეწყობა ხელთნაკეთი ნივთების, ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრების, ნატურალური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, აგრო ტექნიკის გამოფენა და სხვა.
ასევე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” რომელიც მოიცავს შეკითხვებს ღვინოსა და მაიაკოვსკის შესახებ.
 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით ფესტივალის დაფუძნების მიზანია ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია. ასევე ფესტივალი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, განვითარებას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.
 აღნიშნული ღონისძიება ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

გთავაზობთ პროგრამას:
12:00 საათი - ფესტივალის გახსნა-იმერული კუთხე; ღვინის გამოფენა გაყიდვა-დეგუსტაცია, ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ნუმიზმატიკური ნივთების გამოფენა, წიგნოვაცია- სამოლაშქრო ტურიზმი, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; ფერწერული ტილოების, სამოსის და ფოტოების გამოფენა, მაიაკოვსკის მუზეუმში ვიზიტორების მიღება, "ვაზის ქორწილი" ყურძნის სახალხო დაწურვა, ბადაგის დაგემოვნება ფელამუშის მოდუღება-მასტერკლასი, ჩურჩხელის მასტერკლასი-ამოვლება, არყის გამოხდა; კულინარიული მასტერკლასები იმერულ ეზოში; აგროტექნიკის გამოფენა.

12:30 - ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? თემაზე ღვინო და მაიაკოვსკი, ვ. ვ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ლიტერატურული სალონი; 
15:00- 18:00 არტ-ფოლკლორული, კლასიკური და ქალაქური მუსიკა; საპატიო ბაღდათელის დასახელება- დაჯილდოება;
18:00- 19:00 არტ-მაიაკოვსკი;
21:00- ელექტრონული მუსიკა ლაზერ შოუს თანხლებით, ფოიერვერკისა და ფრანების გაშვება.



თეონა წითაძე


”პოლიტიკური ელიტა არ უნდა წყვეტდეს 4 მილიონი ადამიანის ბედს” - მარიამ გეგუჩაძე

აქცია “სირცხვილია”-ს ორგანიზატორები 20 სექტემბერს მასშტაბურ მსვლელობას გეგმავენ.
ამასთან დაკავშირებით მარიამ გეგუჩაძე საკუთარ პროფილზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“რატომ გამოვდივარ #20სექტემბერს

საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ და ისტორიულ საფეxურზე გადავედით, რომელიც წარმოუდგენელია თავისუფალი ადამიანების გარეშე. დემოკრატია იქმნება თავისუფალი ადამიანებისგან.

პოლიტიკური ელიტა არ უნდა წყვეტდეს 4 მილიონი ადამიანის ბედს.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია , რომ 20 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა ნახოს რომ  რუსეთის გუბერნიაში ცხოვრებას არ ვაპირებთ.

ნახოს რომ ჩვენი იდეები და მომავლის განვითარების სურვილი ,უფრო ზევით დგას ვიდრე ის განსხვავებები რის ხარჯზეც ცდილობს ჩვენი ქვეყნის პოლარიზებას.

#სირცხვილია
#რუსეთიოკუპანტია” - წერს მარიამი.


რჩევა, რომელიც ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს

ძილი - ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ეხმარება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ენერგიის აღდგენაში. რამდენი დრო უნდა დაუთმოთ მას? რაში მდგომარეობს ქალისა და მამაკაცის დასვენების მოთხოვნილებების სხვაობა? იხილეთ ჩვენს სტატიაში. 

ქალბატონებო, მოემზადეთ ძილისთვის!


ქალის ტვინის ფუნქციონირების სირთულეს განაპირობებს დამატებითი დასვენება. ინგლისის ლაფბოროს უნივერსიტეტის პროფესორ ჯიმ ჰორნის თქმით, ქალებში ძილის უკმარისობა მყარად ასოცირდება ფსიქოლოგიური დატვირთვის მაღალი დონით, ასევე, დეპრესიით, დაუცველობის გრძნობითა და სიბრაზით. მამაკაცებს ასეთი რამ არ აღენიშნებათ.

8 საათი? არ არის აუცილებელი...

რამდენი ხანი უნდა ეძინოს
ადამიანს? ჩვეული 8 საათი ყველას როდი უხდება - უმეტესობისთვის 7 საათიც საკმარისია. მიუხედავად ამისა, პროფესორი ამბობს, რომ ქალის ტვინს მამაკაცის ტვინზე გაცილებით რთული სტრუქტურა აქვს, ამიტომ ძილის მოთხოვნილებაც უფრო მაღალია.

რატომ მოქმედებს ქალის ტვინი უფრო რთულად?

ქალები ტვინს გაძლიერებულ რეჟიმში იყენებენ. შესაბამისად, აღსადგენადაც მეტი დრო სჭირდებათ, ძილი კი საამისოდ საუკეთესო საშუალებაა.
сколько нужно спать
დაღლა - მამაკაცების შემთხვევაში

პროფესორი ჰორნი აღნიშნავს, რომ მამაკაცებს, რომლების სამუშაო სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება, ასევე სჭირდებათ ხანგრძლივი ძილი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ქალების მოთხოვნილებები უფრო მაღალია

ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ტრაგიკული დასასრული (ბაღდათი ტრაგედიამ მოიცვა)

ბაღდათის მუნიციპალიტეტში  6 აგვისტოს  მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოს დაგეგმილი საერთო - სახალხო დღესასწაული "ზეკარობა 2019" და ასევე 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღარ გაიმართება.

 შეგახსენებთ რომ 6 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათში ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. დათო ზივზივაძე და მარიამ მაჩიტაძე მოპედით გადაადგილდებოდნენ როდესაც ავტომობილს შეეჯახნენ და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

ტრაგედია ბაღდათში

  ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათში ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

“BMW”-ს მარკის ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ რის შედეგადაც  მოტოციკლზე მსხდომი გოგო და ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა

“ცენტრიდან მაღალი სიჩქარით მოდიოდა ავტომობილი. მეორე გზიდან მოტოციკლი კვეთდა გზას. ალბათ იფიქრა რომ მოასწრებდა გადასვლას თუმცა ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა და შემდეგ ბარდიულზე ავარდა”- ამბობს თვითმხილველი. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.


საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიციადჯ

მიიჩნევა, რომ საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. სხვათა შორის, ეს სულაც არ უკავშირდება რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს. და აი, რატომ...
შუა საუკუნეების ევროპაში პატარძლის კაბა ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნეოდა. 
პატარძალი საკუთარ კაბას თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა, რადგან ირგვლივ მყოფი გასათხოვარი გოგოები ყველანაირად ცდილობდნენ, ამ თილისმის თუნდაც ერთი ნაკუწი მოეპოვებინათ. ეს მათთვის იღბლიანი გათხოვებისა და ახალი ცხოვრების დაწყების ნიშანი იყო.

არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჯვრისწერიდან გამოსული პატარძალი გასათხოვარი გოგოების ალყაში ექცეოდა, შედეგად კი სახლამდე დაფლეთილი კაბით აღწევდა.
მოგვიანებით, ძვირფასი საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, ეს ტრადიცია შეცვლილა - ბედნიერი ქორწინების მსურველს არა კაბის ნაკუწი, არამედ პატარძლის წინდის დამჭერი უნდა ჩაეგდო ხელში.
ეს კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა, თუმცა ახლა უკვე პატარძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან გასათხოვარი ქალები პატარძლის წაქცევას და მისთვის წინდის გახდას ცდილობდნენ.
ეს უკანასკნელი იძულებული ხდებოდა, ბედნიერებისთვის მებრძოლი თავდამსხმელები ყვავილების თაიგულის სროლით მოეგერიებინა.

ამის შემდეგ უკვე მოგერიებული თაიგულის იქცა ბედნიერების მომტან თილისმად.
სხვათა შორის, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილებს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.

    საქორწინო რიტუალები იმერეთში

    საინტერსო რიტუალები აქვთ იმერეთშიც. სადაც ქორწინება  მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტი იყო.  ქორწინება დაშვებული იყო 15-16 წლის ასაკიდან და როგორც ხევსურეთში, აქაც მნიშვნელოვანი იყო წარმომავლობა.  სასიძოს და საპატარძლოს ოჯახისა და სანათესაოს გამოკვლევის პროცესს “საყოლის, ჯიშის გაკითხვა” ეწოდებოდა. ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ნათესავები, ერთი გვარის, მირონები, მეზობლები, სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები.
    დაქორწინება წყდებოდა  შუამავლის იგივე მაჭანკლის მეშვეობით. მაშვლად შეიძლებოდა დამდგარიყო ვაჟის ან ქალის ნათესავი. მაშვალი იგზავნებოდა ძირითადად ვაჟის მხრიდან, რომელიც უმეტესად საკუთარი შეხედულებებით მოქმედებდა. საქმის დასრულების შემდეგ ის გასამრჯელოს იღებდა.
    ორივე მხრის თანხმობის შემდეგ, იმართებოდა ნიშნობა.  საპატარძლოსთვის ნიშანი არ უნდა მიეცა ბედგამოცვლილ ან ქვრივ ქალს. დანიშნულ საპატარძლოს ეკრძალებოდა სახლს გარეთ გასვლა, რადგან ის “საკუთარ თავს” აღარ ეკუთვნოდა. ნიშნობისას წყდებოდა ქორწილის და ჯვრისწერის თარიღი.

    როცა მაყრები მიდიოდნენ, ოჯახი ჭიშკართან ცალკე სუფრა იშლებოდა, რომელზეც აუცილებლად უნდა მდგარიყო ფუთიანი ჩაფი ღვინით, რომელიც აუცილებლად უნდა დალეულიყო. რიტუალს ეწოდებოდა „ხარგის დახსნა“. დაცლილი ჩაფი სიძის მაყრიონიდან ვინმეს უნდა აეტანა, ეზოში მდგომ მაღალ ხეზე.  ჩაფი იქ უნდა ყოფილიყო მანამ, ვიდრე გათხოვილი ქალიშვილი პირველად არ მივიდოდა მამის სახლში.

    წყარო: Wedder.ge

    “ზეკარობა-2019” 10 აგვისტოს გაიმართება

    ინტერმუნიციპალური საერთო-სახალხო დღესასწაული “ზეკარობა-2019” 10 აგვისტოს ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-ბენარას საავტომობილო გზის 69-ე კილომეტრზე, ბაღდათი-ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვარზე გაიმართება. მთის დღესასწაულს ბაღდათში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე უკვე წლებია აღნიშნავენ.
    აღნიშნული სახალხო-დღესასწაული 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს და მას ძველად “მწყემსის დღეს” უწოდებდნენ. ტრადიცია მივიწყებული იყო და 2015 წლიდან ისევ განახლდა.
    ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარტველობის განმარტებით წითელ მინდორზე ჩატარდება დოღი, კულტურულ-სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
    ნებისმიერ მსურველს შეუძლია 10 აგვისტოს დილის 11 საათიდან ეწვიოს დიდმაღალის ქედის ფერდობებს, “ქვასაყდარას” მიმდებარე ტერიტორიას და ჩაერთოს “ზეკარობა-2019”-ის ღონისძიებებში.

    იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი 2019 წყალტუბოში გაიმართა

     წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა "იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი 2019"-ის ოფიციალურ გახსნას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, სასოფლო-სამსურნეო დარგის განვითარებასა და ტურისტების მოზიდვას.
    აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონში არსებულმა მოქმედმა საწარმოებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ფერმერულმა მეურნეობებმა. მათ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ჰქონდათ ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამსურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული,  მოცვი, ჩირი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დაეგემოვნებიათ და შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.
    აგრო-ტურისტულ ფესტივალზე ასევე მრავალფეროვანი პროდუქტით იყო წარმოდგენილი ბაღდათის მუნიციპალიტეტიც. რაიონიდან 17-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც საოჯახო ღვინის მარნებში დაყენებული ღვინოები, ასევე თაფლი, მოცვი და დეკორატიული მცენარეები წარმოადგინეს.



    აღნიშნული ფესტივალის მონაწილე მეწარმეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

    "აგრო-ტურისტული ფესტივალი 2019" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით წყალტუბოს თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო.

    ფესტივალს თან უძღოდა საზეიმო კონცერტი წყალტუბოს სახალხო თეატრისა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების: "ნადურის" "სიონის" "იალონისა" და "იმერეთის" მონაწილეობით.

    მარტივად მოსამზადებელი კიტრის სალთი... სეზონური და ძალიან გემრიელი



    შემადგენლობა:
    * კიტრი 4 ცალი
    * ნიორი 2 კბილი
    * ხმელი პიტნა 1 ჩ/კ
    * ზეთი 2 ჩ/კ
    * მარილი გემოვნებით

    მომზადება:
    დაჭერით კიტრი საშუალო ზომის ნაჭრებად. დანაყეთ ნიორი, დაამატეთ მარილი, ძმარი და ზეთი. აურიეთ კარგად და ნაზავი მოასხით დაჭრილ კიტრს. შემდეგ მოაყარეთ პიტნა. აურიეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი

    მიირთვით გემრიელად ♥️ 

    "ქუთაისქალაქობა" "ორმაისობა" "გვირილობა"

    ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში.


    ,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად..
    ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღვოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე..
    ეწყობოდა დოღი, სპორტული ღონისძიებები…
    გვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ,,ბაბთიანი“ გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში…
    ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე…
    მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა…
    1919 წლის შემდეგ ტრადიცია 2008 წელს ქუთაისის მერიის ინიციატივით აღდგა და სხვა ღონისძიებებთან ერთად ,,გვირილობის თეატრალიზებული სანახაობაც მოეწყო…
    დღევანდელ დღეს (ქუთაისობა) "ორმაისობა" და "გვირილობა" გაერთმნიშვნელოვანებულია, სინამდვილეში კი ეს სხვა და სხვა ტრადიციაა. 
    უფრო კარგად რომ გაერკვეთ რა საერთო აქვთ და რით განსხვავდება ერთმანეთისგან  „გვირილობისა“ და   „ორმაისობის“ ტრადიცია, გთავაზობთ ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის წერილს რომელიც მან აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაავრცელა:
       „დიახ, სამწუხაროდ, ქუთაისის უახლოეს ისტორიაში ჩაუხედავი და დილეტანტი ადამიანების წყალობით, ჩვენი ქალაქის ეს ორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული ტრადიცია ერთმანეთშია აღრეული და ათქვეფილი!
    ორმაისობა ქუთაისის გაცილებით ადრეული ტრადიცია იყო, იგი მეოცე საუკუნის პირველი წლებიდან აღინიშნებოდა. შემოტანილია საზღვარგარეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, სადაც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნებოდა მაისობა - მუშათა მოძრაობასთან დაკავშირებით. შედარებით მოგვიანებით ქუთაისშიც, როგორც დიდ საგუბერნიო ქალაქში, შემოვიდა და მან, ქალაქის ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, სულ სხვა კულტურული დატვირთვა მიიღო.
    მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ: მუხნარის ტყეში იმართებოდა მასობრივი სეირნობა, შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლები, ეწყობოდა ეთნოგრაფიული კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები... მაშინდელი კომუნისტურ-იდეოლოგიური ოფიციალური დღესასწაულების ფონზე, ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო, პოპულარული დღესასწაული იყო და ათასობით ადამიანი დილიდანვე სიხარულით მიაშურებდა ხოლმე მუხნარის ტყეს.
    რაც შეეხება გვირილობას, - ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. თავისი ფუნქცია-შინაარსით ისიც საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი და აქაურობას კარგად მისადაგებული. იგი ჭლექიანთა დასახმარებლად გამიზნული საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა - თეთრი ყვავილი - მისი საერთაშორისო სიმბოლო.
    „გვირილობა“ ტარდებოდა გაზა-ფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში. ენციკლოპედია „იმერეთზე“ მუშაობის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მომიტანა მისი ბაბუას - ცნობილი ქუთათური ექიმის ვალერიან ლორთქიფანიძის არქივში შემორჩენილი უზარმაზარი ფოტო, რომელზეც დღევანდელი ისტორიული მუზეუმის შენობის წინ აღბეჭდილია სწორედ გვირილობის მონაწილეთა დიდი ჯგუფი. თარიღი კი ასე აწერია: 1912 წლის 20 აპრილი! (ეს ის ფოტოა, რომელიც სწორედ ჩემგან გავრცელდა სოციალურ ქსელში).
    უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა.
    საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონს (სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი) უკან მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.
     მშვენიერი ბანოვანი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვილ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ჭლექიანთა დასახმარებლად გაანაწილებდა.
    ამგვარად, საშა ჩიქოვანი, როგორც გამორჩეული გარეგნობის, აქტიური ქალბატონი, გვირილობის ერთ-ერთი დედოფალი გახლდათ და არა - „აქციის დამფუძნებელი“, „ლიდერი“ და ლამის ქუთაისში პირველი ქალთა „ენჯეოს“ დამაარსებელი, როგორც ვიღაცამ დაწერა და ლამის მთელმა მასმედიამ აიტაცა ფაქტის გადაუმოწმებლად, საქმეში გაურკვევლად!“ - წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.


    ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

    ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...