ბაღდათში საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი 5 ოქტომბერს გაიმართება


  ბაღდათის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო “ღვინის არტ ფესტივალს” 5 ოქტომბერს პირველად უმასპინძლებს.
 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბაღდათელი და მეზებელი კუთხეების  მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინო, რომლის დაგემოვნება და შეძენა ადგილზევე შეეძლებათ ფესტივალის სტუმრებს.  ასევე საწნახელში ჩაიწურება ყურძენი, გამოიხდება არაყი, დამზადდება ჩურჩხელა.
მოეწყობა ხელთნაკეთი ნივთების, ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრების, ნატურალური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, აგრო ტექნიკის გამოფენა და სხვა.
ასევე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” რომელიც მოიცავს შეკითხვებს ღვინოსა და მაიაკოვსკის შესახებ.
 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით ფესტივალის დაფუძნების მიზანია ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია. ასევე ფესტივალი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, განვითარებას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.
 აღნიშნული ღონისძიება ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

გთავაზობთ პროგრამას:
12:00 საათი - ფესტივალის გახსნა-იმერული კუთხე; ღვინის გამოფენა გაყიდვა-დეგუსტაცია, ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ნუმიზმატიკური ნივთების გამოფენა, წიგნოვაცია- სამოლაშქრო ტურიზმი, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; ფერწერული ტილოების, სამოსის და ფოტოების გამოფენა, მაიაკოვსკის მუზეუმში ვიზიტორების მიღება, "ვაზის ქორწილი" ყურძნის სახალხო დაწურვა, ბადაგის დაგემოვნება ფელამუშის მოდუღება-მასტერკლასი, ჩურჩხელის მასტერკლასი-ამოვლება, არყის გამოხდა; კულინარიული მასტერკლასები იმერულ ეზოში; აგროტექნიკის გამოფენა.

12:30 - ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? თემაზე ღვინო და მაიაკოვსკი, ვ. ვ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ლიტერატურული სალონი; 
15:00- 18:00 არტ-ფოლკლორული, კლასიკური და ქალაქური მუსიკა; საპატიო ბაღდათელის დასახელება- დაჯილდოება;
18:00- 19:00 არტ-მაიაკოვსკი;
21:00- ელექტრონული მუსიკა ლაზერ შოუს თანხლებით, ფოიერვერკისა და ფრანების გაშვება.



თეონა წითაძე


No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...