ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში სამი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.
“მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა ადგილზე, ხოლო ორი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე ძალიან რთულია.
თვითმხილველები ავარიის მიზეზად გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
როგორც ცნობილი ხდება გარდაცვლილთაგან ერთი 17-ის, ხოლო ორი კი 22 წლის ახალგაზრდაა.
ავტორი: თეონა წითაძე
ფოტო: ინტერნეტ სივრციდან
No comments:
Post a Comment