თქვენი ტერფი დაკავშირებულია თქვენივე სხეულის ორგანოებთან (სხეულის ნაწილებთან)

ალბათ იცით, ან თუ კი აქამდე არ იცოდით გეტყვით, რომ თქვენი ფეხის ტერფზე არსებული კონკრეტული წერტილები, თქვენი სხეულის კონკრეტულ ნაწილებს შეესაბამება.
გთავაზობთ ფოტოს: 

გამოვაცხოთ გემრიელი გოჭუნები


ასეთი ფუნთუშების გამოცხობა ნებისმიერი ტკბილი, საფუარიანი ცომისგან მარტივად შეგიძლიათ.













გემრიელად მიირთვით...

როგორ მოვაცილოთ ტანსაცმელს დამწვრობის კვალი

 დიასახლისსა თუ არადიასახლისს, ყველას, ვისაც ტანსაცმლის დაუთოება უცდია,  ერთხელ მაინც მოსვლია ეს არამიზნობრივი შეცდომა. გამოგიტყდებით და არც მე ვარ გამონაკლისი. 
იმისათვის, რომ არ მოგვიწიოს ჩვენს საყვარელ ტანსაცმელთან დამშვიდობება, ამისთვის პატარა ხრიკები გამოვიყენოთ.
1. ახალ, ზედაპირულ დამწვრობას შეგვიძლია ჩვეულებრივი სარეცხი საპნით გაუმკლავდეთ.

2. უთოსგან გაჩენილ დამწვრობის კვალს ეფექტურად უმკლავდება ჩვეულებრივი, საჭმელი სოდა. დავასველოთ დაზიანებული ადგილი წყლით და ცოტაოდენო სოდა მოვაფრქვიოთ. რამდენიმე წუთის შემდეგ მშრალი ღრუბლით ან პირსახოცით კიდეებიდან ცენტრის მიმართულებით დავიწყოთ სოდის ნარჩენების მოცილება. თუ ლაქა მთლიანად არ გაქრა, პროცედურა კვლავ გავიმეოროთ. 

3. თუ ზემოჩამოთვლილმა მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო, დაზიანებული ადგილი თბილი წყლით დავასველოთ და ბევრი მარილი მოვაყაროთ. როცა ქსოვილი გაშრება, ლაქა უხეში ჯაგრისით გავწმინდოთ.

4. დამწვრობის კვალს კარგად უმკლავდება ასევე ლიმონი. დაზიანებულ ადგილს ლიმონის წვენი მოვასხათ და შაქრის პუდრა მოვაყაროთ. როცა ეს ნაზავი გაშრება, ქსოვილი ცივ წყალში გავრეცხოთ.

5. უთოს დამწვრობას ეფექტურად აშორებს ძმრისა და წყლის ნაზავი (პროპორცია ძმარი 2, წყალი 1).

6. კარგი მეთოდია წყალბადის ზეჟანგის (პერეკისი) გამოყენებაც. მოვასხათ სითხე დაზიანებულ ადგილს, ვაცადოთ გაშრობა და ჩვეულებრივი წესით გავრეცხოთ.

ბაღლინჯო - აზიური ფაროსანა

    აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად  2015 წელს  გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.  მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.  თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობებს, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.
მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
   
  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მწერმა 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ზრდასრული ფაროსანა და მატლი (ნიმფა) აზიანებს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ამცირებს მათ ხარისხს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის მოსავალს. განსაკუთრებით აზიანებს თხილს, ვაშლს, ვაშლატამას, მსხალს, ჟოლოს , პამიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინდს.
   
 ზამთრის ძილიდან გამოსული ფაროსანა აპრილის ბოლოდან, მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას  ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში  ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან  (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ -მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ  გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი და ყავისფერი.
 როგორც უკვე ვახსენეთ, მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს.

მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.
         
მოსახლობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.
     
    მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში. მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები.საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები - ტალსტარი, ინსეკარი.  პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 - 1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს.

  
  
  • პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები - სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ  ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!
  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!


წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

თვალები ყვებიან ...

იცი? ეს თვალები რაღაც ძველებურად აღარ ციმციმებენ... თითქოს შეიცვალნენ... გაუცხოვდნენ... 
ვეღარ ვხედავ მათ ჩვეულ ეშხს... ჩვეულ კამკამს... 
თითქოს დაღლილან... სევდა და ცრემლი შეჩვევიათ...
ვხედავ მათ და გული სევდით მევსება...ვგრძნობ,ვაცნობიერებ და ვხედავ, რომ დრო ელვისებრი სისწრაფით მიჰქრის... ის რაც რამდენიმე წამის, წუთის, საათის, დღის, კვირის, თვისა და წლის წინ იყო ყველაერს აქ, ამ თვალებში გაუდგამს ფესვები... აქ ყველაფერს ერთად მოუყრია თავი.წუთები,რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ავხსნა,განუმეორებელია.ის ხომ მეორე აღარ იქნება...
მუქ ფერთა კომბინაცია ისე შერწყმია მათ, რომ სიუცხოვეს განვიცდი მე თავად მათ მიმართ...
ვფიქრობ... თურმე დრო რა მაგარი რამ არის, როგორ უცებ შეუძლია ყველაფრის გარდაქმნა...წამიერია.
ახლა როცა მათ ვუმზერ რაღაცნაირი განცდა მეუფლება... არ ვიცი რა დავარქვა ამ განცდას...
როცა გენაკება რაღაც, როცა გინდა რომ "ისეთი" იყოს და "ასეთია"...რაღცნაირად გული რომ გწყდება და თან რაღაცნაირად ძალიან სიღრმეში რომ გიხარია იმიტომ რომ აცნობიერებ როგორ გაზრდილხარ და როგორ იზრდები ყოველდღიურად...
მაგრამ ის მაინც გენატრება, გაკლია რადგან იცი რომ აღარ დაბრუნდება ის ბავშვობა, ის სიხარული, ის ხალისი, ის მოციმციმე, კამკამა თვალები მაშინ რომ იყო, ჯერ კიდევ გვიან ბავშვობაში... უდარდელი, პოზიტივით სავსე, ფერადი, ნათელი, მომნუსხველი, გულში ჩამწვდომი მზერით ...
მე მიყვარს და მინდა ის ასეთი ბავშვური...მაგრამ დრო?(
თუმცა მოხუცის თვალებიც ძალიან მიყვარს...თუ სწორ მზერას იპოვი მოხუცის თვალებში დამიჯერე ის მორალურად შეგავსებს და ცხოვრების სტიმულს მოგცემს...
ვიფიქროთ იმაზე რაც ასე ძალიან გვინდა და გვიყვარს...
გავუფრთხილდეთ ცხოვრებას, რადგან თვალები უსიტყვოდ ასახავენ მას...
პოზიტივი უპირველეს ყოვლისა))..
"ლამაზი თვალები" მინდა გისურვოთ.... ))) ♡

ველომარათონი ბაღდათში


ბაღდათში ველომარათონი გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრებისაკენ მობილიზებას ისახავდა მიზნად.
მარათონი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოლაშქრეთა კლუბ "დიდმაღალის" ინიციატივით გაიმართა.
"კლუბი "დიდმაღალი" უკვე ერთი წელია რაც არსებობს. ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობები, ლაშქრობები და აშ. შემდეგ გაგვიჩნდა იდეა და გადავწვვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ახალი, რაღაც უცხო შემოგვეტანა ბაღდათში. ვიფიქრეთ რომ ეს უნდა ყოფილიო ველოსაპედების კულტურა, ასე რომ  ვთქვათ  და გავმართეთ ველო მარათონი"-ამბობს კლუბ "დიდმაღალის" ერთ-ერთი მონაწილე.
ველომარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელიც უკვე იყო 15 წლის. ზედა ზღვარი კი შეუზღუდავი იყო. აღნიშნულ მარათონში სულ ათამდე ველომოყვარული ჩაერთო. მონაწილეებმა სტარტი დიმში აიღეს და კაკაურიძის ქუჩის მიმართულებით სამი კილომეტრისა და სამასი მეტრის გარბენის შემდეგ დასრულდა.
 "49 წლის გახლავარ და როგორც ვატყობ ყველაზე უხუცესი მონაწილე ვარ ამ ველოგარბენის. ზოგადად სპორტის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტთან მაქვს კავშირი. ძაან მომეწონა ეს იდეა, რომელიც მოლაშქრეთა კლუბმა "დიდმაღალმა"  გააჟღერა რამოდენიმე ხნის წინ, რომ მოეწყოთ ბაღდათში ასეთი ველოგარბენი. მართალია მარათონისთვის მანძილი მოკლე არის მაგრამ თავისვავად ფაქტი იმისა, რომ ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრება დამკვიდრდება ჩვენთან, ბაღდათში არის მისასალმებელი და მეც როგორც სპორტის მოყვარულმა საჭიროდაც კი ჩავთვალე, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ ველოგარბენში"- ამბობს ველომარათონის ერთ-ერთი მონაწილე, სოსო კოტორეიშვილი.
ველომარათონში გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები, რომლებსაც კლუბ "დიდმაღალისაგან" სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მესამე ადგილზე გასულ ნუგზარ მაღლაკელიძეს გადაეცა მოლაშქრეთა კლუბ "დიდმაღალის" მაისური. მეორე ადგილოსან გიორგი გიორგიძეს საჩუქრად გადაეცა საათი.  პირველ ადგილზე გასულ, 15 წლის ლუკა ენდელაძეს კლუბ "დიდმაღალისაგან" გადაეცა ველო-ჩაფხუტი. ველომარათონს ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, კახა გოგნაძეც ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულს საჩუქრად თასი გადასცა.
"დაინტერესებული ვარ ველოსაპედებით, მიზიდავს ველოსპორი, თუმცა ასეთ შეჯიბრებაში პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან მიხარია, მართლაც სასიხარულოა ჩემთვის მსგავს მარათონში მონაწილეობა და ორმაგად მიხარია კიდევ ის,  რომ პირველი ადგილი ავიღე"-ამბობს ლუკა ენდელაძე, მარათონის გამარჯვებული.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოლაშქრეთა კლუბი "დიდმაღალი" მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

უჩვეულო და საინტერესო ფაქტები

 »» ფუტკრებს თვალებზე თმები (ე.წ "წამწამები") გააჩნიათ.
 »» მსოფლიოში ერთ ადამიანზე მიახლოებიტ მოდის 1000 000 ჭიაჭველა.
 »» ჟირაფებს არ გააჩნიათ ხმოვანი კავშირები.
 »» ერთი ლიტრი სასმელი წყალი შეიცავს დაახლოებით 100 000 და მეტ ბაქტერიას.
 »» თვალის გუგა ფართოვდება, როცა უყურებთ საყვარელ ადამიანს.
 »» 1865 წლის თებერვალი ერთადერთი თვეა ისტორიაში, როცა არ იყო სავსემთვარეობა. 
 »» ყოველთვის, მუსიკის წერის დროს, ბეთხოვენი თავზე ისხამდა ყინულიან წყალს.
 »» ანტრაქტიდა არის ერთადერთი კონტინეტი, სადაც არ ცხოვრობენ გველები და რეპტილიები.
 »» კლეოპატრა არა ეგვიპტელი, არამედ ბერძენი იყო.
 »» ერთ ღერ სიგარეტს, საშუალოდ მიაქვს  სიცოცხლის 5 წუთი.
 »» ეინშტეინი 9 წლის ასაკში თავისუფლად ვერ ლაპარაკობდა. ეს ნაკლი იმდენად შესამჩნევი იყო, მისი მშობლები ფიქრობდენ, რომ იგი ზრდას ჩამორჩა.
 »» მთელი ცხოვრების განმავლოაში, ადამიანი მიირთმევს პროდუქტს, რომლის წონა მიახლოებით ექვსი სპილოს წონის ტოლია.
 »» თუ მისამართს Facebook.com - ს მიუწერთ 4-ს, თქვენ ავტომატურად მოხვდებით მარკ ცუკემბერგის ოფიციალურ გვერდზე -  Facebook.com/4 
 »» პარაგვაიში დუელი კანონიერად ითვლება, თუ ორივე დუელიანტი დარეგისტრირებულია, როგორც სისხლის დონორი.
 »» დელფინებს გახელილი თვალებით ძინავთ.
 »» ძაღლები და კატები წლის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის საკვებს მიირთმევენ.
 »» პირველ კლონირებულ კატას ცოპყცატ ერქვა.
 »» კოლუმბიის უნივერსიტეტი, მეორე ადგილზეა მიწათმფლობებლების რაოდენობით ნიუ იორკში, კათოლიკური ეკლესიის შემდეგ.
 »» კატებს შეუძლიათ დაახლოებით 100 – მდე ვოკალური ხმა გამოსცენ, მაშინ, როცა ძაღლებს მხოლოდ ათამდე.
 »» ადამიანის მენჯის ძვლები ბეტონზე უფრო მაგარია. 
»» ამსტრონგმა, მთვარეზე პირველად მარცხენა ფეხი დადგა.
 »» ცხელი წყლის მასა უფრო მეტია, ვიდრე ცივი წყლისა.
 »» კანადა – ინდური სიტყვიდან წარმოიშვა და ნიშნავს დიდ სოფელს.
 »» აქლემის რძე არ იჭრება და არც მჟავდება. 
»» ჩე გევარა ასთმით იყო დაავადებული.
 »» ჟირაფს შეუძლია უწყლოდ უწყლოდ უფრო მეტხანს გაძლოს, ვიდრე აქლემმა 
»» საღეჭი რეზინი შეიცავს კაუჩუკს. 
»» მსოფლიოში ყოველი 10 ქურდობიდან, საშუალოდ 2 იხსნება. 
»» ჩიტების სკორე ნაურუს მთავარ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს.
 »» ღამურები, გამოქვაბულიდან გამოფრენის შემდეგ, ყოველთვის მარცხნივ მიფრინავენ. 
»» ბავშვები იბადებიან მუხლის „ჩაშკის“ გარეშე, ეს ძვალი მათ უვითარდებათ 2–6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
»» ჯავშნოსან ცხოველებს ოთხი შვილი ყავთ ხოლმე, ამასთან ყველა ერთი სქესის.
»» ჯავშნოსანი ცხოველები, ერთადერთი არსებებია ადამიანის გარდა, რომლებიც ავადდებიან კეთრი. 
»» სირაქლემის თვალი უფრო დიდია, ვიდრე მისი ტვინი.
»» იგუანს შეუძლია წყლის ქვეშ დაჰყოს 28 წუთი.



»» ბაო ბაბის ხე ყველაზე დიდი ხანი, დაახლოებით 7000 წელი ცოცხლობს.
»» ცხოველთა ეპიდემიას ეპიზოოტია ეწოდება. 
»» მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მაღალი ადამიანები ჰოლანდიაში ცხოვრობენ.
 

ფრედი მერკურის ციტატები

♪ ჩემგან ინტერვიუს აღება გსურთ? კარგით რა, ნუ გააკეთებთ სისულელეს. ♪

♪ მე სვადასხვანაირი ვარ. აი სინამდვილეში როგორი ვარ-გულწრფელი.  რა თქმა უნდა, ახლა შემიძლია დავჯდე და გელაპარაკოთ იმაზე თუ რამდენად შესანიშნავი ადამიანი ვარ, მაგრამ სინამდვილეში სხვადასხვა კომპონენტებისგან  შევდგები და სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ნამდვილი ნაძირალა ვარ. ♪

♪ რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი მყავს, რომლებამც იციან როგორი ვარ სინამდვილეში. ერთადერთი რაც არ მინდა, არის ის, რომ გაზეთებმა წერონ : "ოჰ, ის შესანიშნავი ადამიანია".  ადამიანის უმეტესობის მსგავსად, ჩემი სულიც მედალივითაა. მას 2 მხარე აქვს. ერთი დადებით, მეორე უარყოფითი. ♪



♪ მე არ მსურს სამყაროს შეცვლა. ჩემთვს მთავარი ბედნიერებაა. როცა ბედნიერი ვარ ეს ჩემ ნამუშევარზე აისახე. მერე  საქმეს არანაირი  ბოდიში არ უშველის. ყველა ადამიანმი ბედნიერებისა და ლეთილდღეობისთვის უნდა მიისწრაფვოდეს. გააჩნია ვის როგორ გამოსდის.♪

 სხვა ადამიანებთან მუშაობის საუკეთესო საშუალებაა მაქსიმალურად ჩაეფლო შენ საქმეში. თუ ის გმუხტავთ ე.ი. ყველაფერი გამოვიდა, თუ არა- უარი თქვით მასზე.

 როცა მსმენელის წინაშე დგახარ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გააკეთო რაც მოგესურვება. ვერ ვიტან, როცა ცდილობენ პუბლიკაზე მორგებას, ისე, როგორც ამას ხმის ჩამწერი სტუდიები აკეთებენ.

ჩვენ არასდროს ვიმუშავებთ პუბლიკის მოთხოვნაზე. ხალხი თვითონ გააკეთებს არჩევანს.არასდროს გვეშინოდა იმის რასაც ვაკეთებდით და არ ვყვებოდით მოდას. იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი მარკა გვაქვს. მარკა- Queen ♪



♪ ცხადია, ყოველი არტისტი იმედოვნებს, რომ მისი შრომა დაფასდება. მე მსმენელისგან მაქსიმალური აღიარება მსურდა, თუმცა არასდროს მეშინოდა იმის, რომ ჩემი ალბომი არ გაიყიდებოდა. ამ შემთხვევაში უნდა ადგე და სხვა გააკეთო. 

ჩემი საყვარელი კომპოზიცია? ზოგადად ყველა მომწონს. მაგრამ როცა ალბომის ჩაწერა დავასრულეთ და ნაშრომს მოვუსმინე, მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიცია  “Love Me Like There’s No Tomorrow” იყო ♪

♪ ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ ფული დაგეხმარება მის შეძენაში.♪



მე არ მწამს ასტროლოგიის. მე მწამს საკუთარი ქარიზმის ♪


♪ 70 წლამდე ცხოვრების არანაირი სურვილი არ მაქვს. ეს ალბათ ძალიან მოსაწყენია.


♪ თუ სიკვდილი ხვალ მიწერია, არ ვიდარდებ. მართლა ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შემეძლო.

 რას გავაკეთებ 20 წლის შემდეგ? მკვდარი ვიქნები. ეჭვი გეპარებათ? 


"ეს ქუთაისია"...

      ამინდს მნიშვნელობა არ აქვს;  
      სულ აქ არის... 
   ქუთაისის შესახებ სტატიას ვწერდი, ვიფიქრე, რომ რადგან ბებო ყოველდღე აქ იყო, სხვაზე ბევრად უკეთ ამიღწერდა ხალხის "მოძრაობას" ქალაქში.
    მანამდეც იყო ბებო ჩემი რესპოდენტი, თუმცა ასე სიღრმისეულად არ გვისაუბრია არასდროს. 
   გავიგე, რომ თურმე ბებო 18 წელია ბაღის ბოლოში ზის და ვაჭრობს. ამ ხნის განმავლობაში მისი საარსებო წყარო მხოლოდ ეს საქმიანობა არის. წუხს მის მდგომარეობაზე თუმცა სხვა გამოსავალი ვერ უპოვია... ამბობს რომ უკვე 76 წლის არის და მხოლოდ აქ დგომა შეუძლია.       
    29 წლის განმავლობაში აბრეშუმ-კომბინატში მუშაობდა, მას შემდექ აქ ვაჭრობას მიჰყო ხელი. დარდობს ქალაქის მდგომარეობაზე და ამბობს, რომ  "ბოლო წლებია ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გაუარესდა მდგომარეობა. ახალგაზრდები მეცოდება. რა ქნან? სამუშაოები არ აქვთ. ქალაქს ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან. მე დილიდან საღამომდე აქ ვარ, ერთი პური მიმაქვს სახლში რომ გამოვიკვებო. მე უკვე ასაკში ვარ, მაგრამ ახალგაზრდები უნდა დასაქმდნენ, მომავალ თაობას საარსებო წყარო უნდა ჰქონდეს და თავიანთ ქალაქში უნდა ცხოვრობდნენ. თუ ასე იქნება ქალაქი გამოცოცხლდება და ყველა საკუთარ სახლს დაუბრუნდება"... 

     ბებომ სახელი არ მითხრა, მეც არ დავეძალე. თუმცა ამ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანი არ არის. მას ყველა იცნობთ ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილხართ, გავლით მინც, ქალაქის ცენტრალურ ბაღში.              მისი თვლები ბევრად მეტს ამბობდნენ ვიდრე სიტყვები... ბევრად ნაღვლიანი და სევდიანი, თუმცა მაინც ხშირად მომღიმარი...

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...