ამინდს მნიშვნელობა არ აქვს;
სულ აქ არის...
ქუთაისის შესახებ სტატიას ვწერდი, ვიფიქრე, რომ რადგან ბებო ყოველდღე აქ იყო, სხვაზე ბევრად უკეთ ამიღწერდა ხალხის "მოძრაობას" ქალაქში.
მანამდეც იყო ბებო ჩემი რესპოდენტი, თუმცა ასე სიღრმისეულად არ გვისაუბრია არასდროს.
გავიგე, რომ თურმე ბებო 18 წელია ბაღის ბოლოში ზის და ვაჭრობს. ამ ხნის განმავლობაში მისი საარსებო წყარო მხოლოდ ეს საქმიანობა არის. წუხს მის მდგომარეობაზე თუმცა სხვა გამოსავალი ვერ უპოვია... ამბობს რომ უკვე 76 წლის არის და მხოლოდ აქ დგომა შეუძლია.
29 წლის განმავლობაში აბრეშუმ-კომბინატში მუშაობდა, მას შემდექ აქ ვაჭრობას მიჰყო ხელი. დარდობს ქალაქის მდგომარეობაზე და ამბობს, რომ "ბოლო წლებია ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გაუარესდა მდგომარეობა. ახალგაზრდები მეცოდება. რა ქნან? სამუშაოები არ აქვთ. ქალაქს ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან. მე დილიდან საღამომდე აქ ვარ, ერთი პური მიმაქვს სახლში რომ გამოვიკვებო. მე უკვე ასაკში ვარ, მაგრამ ახალგაზრდები უნდა დასაქმდნენ, მომავალ თაობას საარსებო წყარო უნდა ჰქონდეს და თავიანთ ქალაქში უნდა ცხოვრობდნენ. თუ ასე იქნება ქალაქი გამოცოცხლდება და ყველა საკუთარ სახლს დაუბრუნდება"...
ბებომ სახელი არ მითხრა, მეც არ დავეძალე. თუმცა ამ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანი არ არის. მას ყველა იცნობთ ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილხართ, გავლით მინც, ქალაქის ცენტრალურ ბაღში. მისი თვლები ბევრად მეტს ამბობდნენ ვიდრე სიტყვები... ბევრად ნაღვლიანი და სევდიანი, თუმცა მაინც ხშირად მომღიმარი...

No comments:
Post a Comment