რუბრიკა : შტრიხები რეცენზიისთვის
„ესაა პიკასოს ბიჭი?“
ამით ერთობოდა პიკასო
„ჩემი 35-წლიანი მუშაობის მოკრძალებული ნაწილი.“ - ასე მოიხსენიებს ქალბატონი ნანული იმ მასალებს, რომელიც მან ერთ დიდ სქელტანიან წიგნში გააერთიანა და გამოსცა.
ჟურნალ-გაზეთთა გაყვითლებულ კომპლექტებში, ძველ პუბლიკაციებში არსებული ღირებული დოკუმენტური მასალა, რომლის დაკარგვაც დასანანი იქნებოდა ქუთაისის ისტორიით დაინტერესებული ახალგაზრდობისათვის, 2015 წელს ერთ წიგნად გამოიცა და მას ავტორმა ზუსტად მორგებული სახელი უბოძა: „გახსოვს, ქუთაისო?“
ეს არის წიგნი, სადაც თქვენ წაიკითხავთ ნანული ცხვედიანის ფიქრებს ქუთაისზე, ქალაქზე, რომლის წარსული ყველამ უნდა იცოდეს, მითუმეტეს, თუ შენ ქუთაისის გაზრდილი შვილი ხარ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი „ბედნიერი დედაა“. გყავდეს ისეთი შვილები, როგორიც მოსწრებული სიტყვა-პასუხით, პატიოსნებით სავსე პიპინა მიქელაძე იყო, ნამდვილად ბედნიერებაა. წიგნის პირველი გვერდები ამ კოლორიტული გვარისა და სახელის მქონე კაცის გახსენებით, მისი ისტორიებით იწყება.
აქვე შეიტყობთ გალაქტიონის სიკვდილის საინტერესო, უცნობ ვერსიას. მისი მეორე მეუღლის, ნინო კვირიკაძის გაცნობის ისტორიას ბაღდათის რაიონში, კერძოდ ქვედა დიმში და სხვა ისტორიები, რომელიც დღემდე არ გსმენიათ.
„ფრინველკაცის“ - ალექსანდრე ნემსიწვერიძის ამბავი, ქუთაისის ლეგენდარული ფალავანი კოლია ქვარიანი, შორეულ ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონდონში, მის საფლავზე გადაგორებული წითელი კვერცხის ისტორია, ქართული ღვინო და ახალგაზრდა ჟურნალისტის ხელით დანთებული სანთელი...
ლადო ასათიანი და პოეტის ბავშვობის მეგობრების მოგონებები... ჭორი პაოლო იაშვილსა და ვლადიმერ მაიაკოვსკის შესახებ; გიორგი კუჭატნელი, ივდეთი ნიჟარაძე, სიმონ მჭედლიძის მოგონებები. ვანო ვარლამიშვილის, ზაქარია ფალიაშვილისა და ფელიქს ვარლას ნათესაობის ამბავი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კონსტანტინე იოსელიანი, ვერა გვანცელაძე-ჯიქიას ცხოვრების დეტალები - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც წიგნის უცნობი ფურცლები მოიცავს.
უნიკალური მწერლები, ასეთივე ბიოგრაფიით, ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებით, ისტორიებითა და მოგონებებით: სანდრო ცირეკიძე, ირაკლი აბაშიძე, ჩიბუხიანი კაცი - ოტია იოსელიანი, რეზო გაბრიაძე, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი...
რეზო ჭეიშვილი თავისი ქალაქის სიყვარულით გამოირჩეოდა. მას მთელი თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, თურმე არასოდეს მიუტოვებია მშობლიური ქალაქი. თავის ნაწარმოებებში იგი თანამოქალაქეთა კოლორიტულ სახეებს ხატავდა, გადმოსცემდა მათ სევდას, სიყვარულს, სიხარულს, უცნაურ თავგადასავლებს. მისი სცენარების მიხედვით შექმნილი კინოფილმები და იშვიათი პოპულარობა რეზო ჭეიშვილის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმს - „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“... „დავიდოთ გულზე ხელი და ვთქვათ, უკეთესად წერენ ევროპელები?... ყოჩაღ, ჭეია! „ _ რეზო ინანიშვილის სამაგიდო ჩანაწერიდან.
ნანული ცხვედიანი წერს: „ჭეიამ“ მართლაც ღვთაებრივი ნიჭიერებით დახატა თავის შემოქმედებაში ქუთაისისა და საქართველოს მარადი სული. თაყვანისცემა _ მის უბერებელ კალამს!“
„გახსოვს, ქუთაისო“ - ს ფურცლები ნანული ცხვედიანმა მხატვრების გახსენებასაც მიუძღვნა : ოთარ ქანდარაია, გურამ გაგოშიძე, გივი იობიძე, თუმცა ქალბატონ ნანულის არც მუსიკა, ფოლკლორი და თეატრი არ გამორჩენია მხედველობიდან.
აღსანიშნავია ოტია იოსელიანისა და გიზო კაკაურიძის ურთიერთობა. როგორც ვიცით გიზო კაკაურიძემ არაერთი ცნობილი ადამიანების პაროდია შექმნა ქუთაისის სცენაზე. ჭეშმარიტად მხატვრულ დონემდე განზოგადებული ოტია იოსელიანი ჰყავდა.
რეჟისორ იური კაკულიას ხონელი ბიჭი თეატრალური უნივერსიტეტიდან წამოუყვანია. „ქუთაისურ ნათლობას“ უკვალოდ არ ჩაუვლია და ბატონი გიზო ტერფამდე ქუთაისელი გამხდარა. მალევე დაუმკვიდრებია „კოლორიტის“ სტატუსი და ყველასათვის პოზიტივის მომტანი გამხდარა. ოტია იოსელიანის პაროდიისთვის იუმორის ძებნა არ სჭირდებოდა. ამბობს, რომ ოტიას სხვადასხვა ფერი ჰქონდა. მაგალითად, იხსენებს რას ამბობდა ის გასვენებაში, როცა მიცვალებულის დამარხვის შემდეგ საქელეხოდ გაემზადებოდნენ: „ეგი ქე გევიგეთ, სა უნდა დავტოვოთ, მარა ჩვენ სა უნდა წევიდეთ ეგია საკითხავი“.
როდესაც ბატონ გიზოს „იუმორული ესკიზები“ წიგნად გამოუცია, ერთი წიგნი ოტიასთვისაც უჩუქნია. ოტიას უთქვამს: „იმდენი მბაძა, იმდენი, რო, წიგნის გამოშვება დაუწყია“. მერე რაღაცეები წაუკითხავს და უთქვამს: „რას გეტყვი იცი? შენ ახლა რავარც მიკროფონთან ტატყანობ ხო, ე ჭკუა კი გიხმარია და ისე გაქ გადმოტანილი, თვარა, შენ რო მწერლობა დაგეწყო, დეგეფსებოდა თვალები იმ წუთში“ - ამასობაში კი თურმე გიზოს სცენაზე გამოსატან იუმორს ახალი შრტიხები ემატებოდა.
„გახსოვს, ქუთაისო?“ _ თურმე რამდენს იტევს ეს პატარა ქალაქი, მართლაც გამორჩეული და უნიკალური თავისი ეპოქის მოღვაწენით. ყველა და ყველაფერი, რაც ქუთაისს უკავშირდება ერთად, მშვენივრად აუკინძავს ქალბატონ ნანულის ჩვენთვის, ახალგაზრდებისათვის და არამარტო ახალგაზრდებისათვის, მათთვისაც, ვისაც ქუთაისი და ქუთაისის ისტორია აინტერესებს. ვისაც ოდნავ მაინც ხიბლავს ქუთაისი ეს წიგნი მათთვისაა. ეს ის წიგნია, რომელსაც არ ჰყავს განსაზღვრული ასაკის მკითხველი. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და მინდა, რომ ბევრი ვისაუბრო, მაგრამ რთულია გადმოსცე სიტყვებით. აქ შენ თავად გაიცნობ ქუთაისს და იმ „კოლორიტებს“, რომლითაც მთელი ქუთაისი დღემდე ამაყობს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მათ.
წიგნის კითხვის პროცესში ვაწყდებოდი ისეთ ისტორიებსა და ამბებს, რომლებიც დღემდე არ მქონდა განაგონი. ასევე ვკითხულობდი ჩემთვის ნაცნობ ფრაზებსაც, თუმცა ორივე ერთნაირად სასიხარულო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებული ისტორია, რომელიც ჩემი თაობის ადრეული ბავშვობის მოგონებად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემს წინა თაობას ალბათ უკეთ ახსოვს და არ დავიწყებია ქუთაისის ქუჩებში ხალისიანი, სიტყვაფხიანი და მოსიყვარულე ბაბულია - ბულკებით ხელში. ჩემთვის ის დღემდე „ერთი უბრალო ბაბულია“ იყო, სანამ მისი ისტორია არ წავიკითხე. ჩვენი ბაბულია მაღლაკელი ვაჟა კოსტავა დღეს ახლოდან გავიცანი და იმ მოგონებებმა გაიღვიძა გონებაში ადრე ხალისით, რომ საუბრობდნენ მასზე უფროსები.
ქუთაისლებს ენაკვიმატობასა და იუმორში რომ ბადალი არ ჰყავს, ეს ყველასთვის ნათელია. ქალბატონი ნანული საკუთარ ნაშრომში წერს: „შენ ჩავარდი წკვარამში და უბედურებაშიო“. „ძველი ქუთათური ქალი რომ მოგაწყევლიდა, უნდა წარმოგედგინა, რომ საცაა ფეხქვეშ მიწა უნდა გაგსკდომოდა და ჯანდაბასა და დოზანაში, უკუნ სიბნელეში შთანთქმულიყავი.“ ეს რაც შეეხებოდა ქუთათურ ქალებს, ახლა კი ზოგადად ქუთაისზე: „XXI საუკუნეს, გლობალიზაციას, თავისი შტრიხები შემოაქვს უთაისის არქიტექტურულ განასენიანებაში, საზოგადოებრივ ყოფაში, პიროვნულ ურთიერთობებში. ძველი ქუთაისი თანდათან იხევს გარეუბნებისკენ. იქ კი, გორაკ-ბორცვებზე შეფენილი ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების აივნებზე, ძველებურად ამზეურებენ წითელატლასისგულიან საბნებსა და ნამზითვ ხალიჩებს. „ზალაში“ საპატიო ადგილზე დაბრძანებულ ბებერ გიტარას ისევ ამშვენებს დიდ ბებოს მიერ კოხტად გამოკვანწული ბაფთა, „ადესის“ ტალავერქვეშ, ქვის მრგვალ მაგიდასთან, ძველებური სიყვარულით უხმობენ ნანატრ სტუმარს და რკინისფერწასული ჭიშკრის მესერს კვლავ უწყინრად აზის რკინის ჩიტი. მაგრამ ამ ძველთაძველ ქუჩებშიც საუკუნის წინ სიმინდის მარცვლებივით ჩაწიკწიკებული ქვის ფილაქნების რღვევა უკვე დაწყებულია...“
წლები გადის, თაობები იცვლებიან, დრო ჩვენ არ გვინდობს, თუმცა ისტორია გვინახავს. „გახსოვს, ქუთაისო?“ _ დიახ, უნდა გვახსოვდეს, ეს უნდა იყოს ქუთაისის სავიზიტო ბარათი... ბარათი რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს.
თეონა წითაძე

No comments:
Post a Comment