
ასე გამოიყურება გაზეთი, რომელიც ჩვენ, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა გამოვეცით.
გაზეთი უნივერსიტეტში ყოველწლიურად გამოდის გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მიმართულება შეისწავლის საგანს სახელად "სტუდენტური გაზეთი" რომლის მთავარი მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს გაზეთზე მუშაობა. აღნიშნულ საგანს წელს უნივერსიტეტში ქალბატონი ნათია ჯიქია კითხულობდა. სწორედ ქნ ნათიას რედაქტორობით გამოიცა გაზეთი "Post-პოსტი".
გაზეთი მოიცავს უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე ეხება სხვადასხვა, მეტად საინტერესო თემებს.
მართალია აღნიშნული გაზეთის გამოცემა მარტივი არ იყო, თუმცა მიღებული შედეგი იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ ის დღეები უკვე"ტკბილად მაგონდება" :)
"Post-პოსტ"-ისთვის სტატია თხუთმეტმა სტუდენტმა დაწერა. ეს ზოგიერთი მათგანისთვის პირველი ნაშრომი იყო რომელმაც დღის სინათლე იხილა და ამას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათ მიიღეს გამოცდილება, გაიარეს პრაქტიკა, ყველამ ინდივიდუალურად, საკუთარი შედეგი დადო და განიცადეს სიხარული რომელსაც "Post-პოსტ"- თან შეხება ჰქვია.
იხ. ჩემი ორი სტატია
თ. წითაძე
No comments:
Post a Comment