გზა, რომელიც თამარ მეფეზე გადის
„შვილო, გაიღვიძე სკოლაში დაგაგვიანდება“ - ამ სიტყვებს დედა ყოველ დილით, ხვეწნანარევი, მზრუნველი ხმით ამბობდა. დრო გავიდა, მოსწავლეები სტუდენტები გახდნენ. დადგა ჟამი დამოუკიდებლად ცხოვრებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ დილით დედის გაღვიძებას აღარ უმდა ელოდო.
სტუდენტური „სტარტაპი“... საუკეთესო დრო, სხვადასხვა სტერეოტიპები და ძველი თაობის ხალხის, ქუთაისურად ნათქვამი ფრაზები: „სტუდენტობაა რაცაა სიმონ“... „შენ ჯერ არ იცი რა გელის წინ“... და სხვა ათასი ამის მსგავსი.
სწავლის I დღე - გრძელი გამოსასვლელი საღამოს კაბები, მაღალი ქუსლები, ათასფერი თვალშისაცემი სამკაული, კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და საზეიმო გამწყობა...
ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის „სტუდენტობა ქუთაისში“ ასე იწყება.
უცხო სამყაროში მოხვედრილები გარემოსთან ადაპტირებას მალევე ახდენენ. დროთა განმავლობაში კლებულობს დაბნეული სახეები და სტუდენტური ცხოვრებაც თანდათან წინ მიიწევს.
იმის მიუხედავად, რომ ქუთაისი წყნარი და მშვიდი ქალაქია, ახალგაზრდები მაინც ცდილობენ ყოველი დღე ხალისიანი, ფერადი და რაც მთავარია ნაყოფიერი გახადონ.
თუ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე მოხვდებით, თქვენ შეამჩნევთ ახალგაზრდებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტლივ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე. ეს არის გზა, რომელსაც სტუდენტები წერეთლის უნივერსიტეტამდე მიჰყავს.
უნივერსიტეტამდე მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია გზა, რომელიც უნივერსიტეტის შიგნით უნდა გაიაროს სტუდენტმა. ამ გზას კი თითოეული მათგანი ინდივიდუალურად ირჩევს. ვგულისხმობ სტუდენტს, რომლისთვისაც ეს გზა მხოლოდ უნივერსიტეტის ჭიშკართან იწყება და მთავრდება, რომლისთვისაც „სტუდენტობა ქუთაისში“ მხოლოდ ყოველდღე ერთი ლობიანის ჭამაა. მეორე მხრივ კი ვგულისხმობ მათ, ვისაც პროფესიული ზრდა აქვთ მიზნად დასახული და ცდილობენ სტუდენტობა პროფესიულ განვითარებას დაუთმონ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ მათი უკეთესი მომავლისათვის. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იკლებენ გართობასა და დასვენებას.
ალბათ საინტერსოა, რას ფიქრობენ თვითონ სტუდენტები. როგოორია მათი აზრით „სტუდენტობა ქუთაისში“. ამ შეკითხვით მე მივმართე ერთ-ერთ პირველკურსელს, ესმერალდა კუპრაძეს, რომელიც ჯერ კიდევ ახალბედად ითვლება.
„რადგან პირველკურსელი ვარ, შესაძლოა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ჟრერს. ვიტყვი, რომ ქუთაისში სტუდენტობა არც ისე ცუდია, როგორც ამბობენ ხოლმე. თუ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებ, საკუთარ ადგილს ყველგან დაიმკვიდრებ. ჩვენთან სტუდენტური ცხოვრება არ დუღს, თუმცა დედაქალაქთან შედარებით, ქუთაისსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იყოს სტუდენტური ქალაქი“ - ამბობს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ესმერალდა კუპრაძე.
საინტერესოა ქუთაისელ ლექტორთა შეხედულებაც, ამიტომ გთავაზობთ ია ჩარკვიანის კომენტარს.
„მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები. თუ სტუდენტს სწავლა უნდა, ის ყველგან ისწავლის. დღეს ყველა საშუალება არსებობს იმისათვის, რომ სტუდენტმა კარგი განათლება მიიღოს და სტუდენტობაც სასიამოვნოდ გაატაროს. მთავარია მონდომება. სახელმწიფო ყველას აძლევს შესაძლებლობას გაიაროს აღნიშნული ეტაპი და მიიღოს განათლება, რისთვისაც არსებობს თუნდაც უფასო ფაკულტეტები. მინდა ვთქვა, რომ სტუდენტობა მხოლოდ უნივერსიტეტში სიარულით არ შემოიფარგლება. ყველამ უნდა ისწავლოს და აკეთოს ის რაც უყვარს მას. ასე სტუდენტობა მეტად საინტერესო და მარტივია“ - ამბობს ქალბატონი ია.
ასევე საინტერესოა რას ფიქრობს ყოფილი სტუდენტი თიკა გურგენიძე, რომელმაც თავისი სტუდენტობა აქ, ჩვენთან, ქუთაისში საკმაოდ წარმატებულად გაატარა.
„სტუდენტობა ასოცირდება ცხოვრების საუკეთესო „ოქროს წლებთან“. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესო და ნაყოფიერი იქნება სტუდენტობა. თუ ამაში უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობაც ხელს გვიწყობს, ეს წინაპირობაა იმისა, რომ შევქმნათ კარგი მომავალი. კინო, თეატრი, სტუდენტური სამუშაოები და ასე შემდეგ, ეს ის პირობებია, რაც სწავლისადმი სურვილს გვიმძაფრებს. ამ კუთხით კი მინდა ვთქვა, რომ ამ ქალაქს თავისი ხიბლი და ბაზისი განათლებასთან მიმართებაში ნამდვილად აქვს. მთავარია სწორად გაანაწილოთ დრო და თქვენს ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოთ“ - ამბობს თიკა გურგენიძე.
კიდევ ერთ კომენტარს შემოგთავაზებთ თუ რას ფიქრობს წერეთლის უნივერსტეტის, სამართლის სპეციალობის მე-3 კურსისის სტუდენტი გიორგი ბურჯალიანი აღნიშნულთან დაკავშირებით.
„ხშირად სხვა ქალაქის წარმომადგენლები ქუთაისელ ახალგაზრდებს ბრალს სდებენ, რომ ისინი ცოტა ნიჰილისტურად ეკიდებიან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს. რაღაც მომენტში მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სტუდენტური საზოგადოება ან ჩუმად არის მოვლენებთან დაკავშირებით, ან საერთოდ არ აინტერესებთ. მგრამ არსებობს სტუდენტების ის საღი ნაწილი, რომელიც მზად არის დაიცვას თავისი უფლებები, შეცვალოს რაღაც საკითხები და პროგრესისკენ წავიდეს. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში სტუდენტების რეალიზება ბოლომდე არ ხდება. ეს არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის დანაშაული, ეს არის საზოგადოებისა და ზოგადად სახელმწიფოს დონის პრობლემა. რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა პროექტი უნდა იყოს იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა რეალიზდეს. ვიღებთ განათლებას, მაგრამ რა დონეზე, ეს კიდევ საკითხავია. როგორც ვიცით, ჩვენ უნდა ვიღებდეთ ევროპული დონის განათლებას მაგრამ ფაქტია, რომ ასე არ არის. იმ განათლების ფონზე, რასაც ვღებულობთ, მაინც შეზღუდულია სტუდენტთა შესაძლებლობები, თუნდაც დასაქმების კუთხით. მესამე კურსზე ვარ და ჯერ ის, რომ მე ვარ სტუდენტი, არსად არ გამომდგომია. რთულია, როდესაც ყველა სამსახურში ითხოვენ გამოცდილებას. ეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, როგორ შეიძლება ჰქონდეს სტუდენტს მუშაობის სამწლიანი გამოცდილება სამსახურში ყოფნისა. ჯერჯერობით ნაკლებად მადგება, თუმცა იმედი დიდი მაქვს, რომ ახლო მომავალში მაინც გამომადგება ის სტატუსი, რასაც სტუდენტი ჰქვია. მეც ხშირად ვხუმრობ ამ თემაზე, რომ ჩვენ, სტუდენტებს ქუთაისში გართობის საშუალებებიც კი არ გვაქვს, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა ქალაქის. საერთოდ არ გვაქვს თემატური ბარები, არ გვაქვს კინოთეატრი, არ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი რამ, რითაც შეიძლება ახალგაზრდები გავერთოთ თუნდაც ღამის საათებში. ესეც არის სახელმწიფოს დონისა და მთლიანად ქალაქის პრობლემა. ასევე გვაქვს ტრანსპორტის პრობლემა საღამოს საათებში. ხშირად გვქონია იმის პრაქტიკა, რომ თუნდაც თეატრიდან გამოსულ სტუდენტებს დაგვჭირვებია ზედმეტი თანხა, რათა ტაქსით მივსულიყავით სახლამდე. ქალაქში ჩვენთვის არის მხოლოდ ერთი სახის გასართობი საშუალება კაფე-ბარების სახით. არ გვაქვს ელექტრონული მუსიკის კლუბი. მაგრამ კარგია ის, რომ თვითონ ახალგაზრდები, ერთიანი ძალებით მაინც ცდილობენ შექმნან გართობის საშუალებები, რომ დატვირთული დღის შემდეგ გაერთონ“ .

როგორც ყველგან და ყოველთვის, აზრები აქაც გაიყო. ვნახეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად მთავარი მაინც მონდომებაა. სტუდენტობა ქუთაისში კი ინდივიდუალური. ეს რაც აქ არის, თუმცა თქვენ შესაძლოა სულ სხვა აზრის ხართ. მოკლედ... სტუდენტო და არა-სტუდენტო მკითხველო, მე შევეცადე შენთვის მეჩვენებინა როგორია თამარ მეფეზე გამავალი გზა... გზა, რომელსაც ცოდნის მტაძრამდე მივყავართ.
თეონა წითაძე