თავისუფლება 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ

"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავებული  ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია მოსამართლე ახალბედაშვილმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაანთავისულა.
სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა  3000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
„თავისუფალი ზონისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დეპუტატისთვის ზარალის მიყენებისა და ხულიგნობის ბრალდებით  წინასწარ პატიმრობაში ორ თვეზე მეტხანს იმყოფებოდნენ.

განთავისუფლების  შემდეგ „თავისუფალი ზონის“ წევრები საზოგადოებას  მადლობას უხდიან  თანადგომისათვის.
 „ყველაზე მაგარო ერო, მინდა მადლობა გითხრათ. ჩვენი თავისუფლება თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას. ჩვენ ერთად მოვიგებთ ომს და ერთდ ვიცხოვრებთ თავისუფალ, ძლიერ, ევროპულ საქართევლოში“_ამბობს ნიკა ნარსია.  

აღნიშნულ  „გამარჯვებას“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია თევდორაძე აფასებს.
სიტყვის თავისუფლებას და თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, ვერცერთი ოლიგარქი ვერასოდეს ვერ მოერევა“ _აცხადებს გია თევდორაძე.




თეონა წითაძე

ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას მორიგი სასამართლო პროცესი

ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ჩვენება დღეს სასამართლოს დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ მისცა.

„ბრალდების მხარემ უნდა მიიღოს კანონის ჩარჩოებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და ახალგაზრდებს რომლებიც არიან ბრალდებულები, ვფიქრობ უნდა მიეცეთ იმის საშუალება რომ დაფიქრდნენ რა ჩაიდინეს.განცდა იმისა რომ არაფერი არ ჩაუდენიათ, ამ განცდით არ უნდა იყვნენ.“_განაცხადა ჩვენების შემდეგ დავით ლორთქიფანიძემ.
ბრალდებულებმა დღეს დეპუტატისა და ქართველი ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადეს.
„თუ მე დამნაშავე ვარ,ბოდიშს ვუხდი ყველა ქართველს ჩემი გადაჭარბებული ემოციის გამო“_მირიან დეისაძე.
ბრალდებულ, მირიან დეისაძეს ასევე წაყენებული აქვს ბრალი,რომელიც მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, დეისაძის სიძის ცემის ფაქტს უკავშირდება. აღნიშნულ სხდომაზე ჩვენება, მირიან დეისაძის წინააღმდეგ, მისმა ყოფილმა სიძემ, ვლადიმერ შავგულიძემ მისცა.

დაკავებულების ოჯახის წევრები იმედოვნებენ რომ სასამართლო ახალგაზრდების განთავისუფლების გადაწყვეთილებას მიიღებს.

 „ლორთქიფანიძეს ხელი აქვს მოწერილი რომ ბიჭები იყვნენ განთავისუფლებულნი და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ რომ 29 დეკემბრისთვის ისინი განთავისუფლებულნი იქნებიან“-ამბობს კახა გაბუნიას მეუღლე,თამარ რიჟამაძე.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია თევდორაძემაც გააკეთა
„იმ მარაზმს რომელსაც სასამართლო პროცესი ქვია, კანონიერებასთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ინსპირირებული თეატრი, სიტყვის სამართლიანობის, ნარსია, დეისძე, გაბუნიას წინააღმდეგ“_ამბობს გია თევდორაძე

მომდევნო სხდომა 25 დეკემბრისთვის დაინიშნა.





თეონა წითაძე

"მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს“

70 ლარის მატერიალური ზარალისათვის შეფარდებული  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, რომელიც შესაძლოა 4-დან 7 წლამდე პატიმრობაში გადაიზარდოს.

რუსთავი ორისა და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სამი ახალგაზრდის: ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას ოჯახის წევრები შიმშილობით იმუქრებიან. მათთვის არასასურველი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

„სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში არ ვიმყოფები და გული მწყდება.მიმდინარე მდგომარეობამ მოითხოვა რომ მე შვილების სარჩენად თურქეთში წავსულიყავი.მირიანის და მისი მეგობრების გვერდით ახლა გამოუვალი მდგომარეობაა.ველოდები განაჩენს და თუ სასამართლო მათი განთავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ დაკავებულების ოჯახის წევრები მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს“ _ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის, მირიან დეისაძის და, მირანდა დეისაძე.

 დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის მიმართ მიყენებული მატერიალური ზარალი ექსპერტმა 70 ლარით შეაფასა. საქმეზე  ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით დეპუტატის პიჯაკის ზიანი 20 ლარით, ხოლო სათვალე 50 ლარის ზიანით შეფასდა.
ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 საათზე დაიწყება.

"ნებისმიერ მსურველს შეუძლია სკრინინგში მონაწილეობის მიღება“ - მრგვალი მაგიდა ქუთაისში


"მოძრავი ამბულატორია ქუთაისში დღეს მივიღეთ და ჩავატარეთ პირველი ნებაყოფლობითი ტესტირება С- ჰეპატიტზე“.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აივ ინფექციათა გამოვლინების სტატისტიკა რეგიონალური ასევე მსოფლიო მასშტაბით. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით დაავადებათა გამოვლენა მზარდია
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი გზა" მიიღო მოძრავი მობილური ამბულატორია, რომლის გამოყენებისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია ამავე ორგანიზაციის ქუთაისის ცენტრის კოორდინატორმა, ზაზა ქარჩხაძემ მიაწოდა  ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას.

"მოძრავი ამბულატორია ქუთაისში დღეს მივიღეთ და ჩავატარეთ პირველი ნებაყოფლობითი ტესტირება С- ჰეპატიტზე. ჩვენ ვახორციელებთ პრევენციპულ პროგრამებს და ვაგრძელებთ მსგავს რეჟიმში მუშაობას"- განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ.
აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო ზიანის შემცირების პროგრამებსა და გამოწვევებზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, გოჩა გიორგიძემ, საზოგადოებას მოუწოდა, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება და ჩაიტარონ ტესტირება.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს სკრინინგში. ეს არამარტო მოწოდება არამედ ჩემი თხოვნაც იქნება" - ამბობს, გოჩა გიორგიძე.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება არსებული პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.


თეონა წითაძე

ქუთაისის „მედიატორი“ ვიზალიბერალიზაციაზე

აქცია-პერფორმანსი გამართეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის მონიტორინგის ცენტრ  „მედიატორის“ წევრებმა.

„მედიატორის“ წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ვიზალიბერალიზაციას ევროპაში. ამ აქციით დააფიქსირეს, რომ ისინი ირჩევენ ევროპას იმიტომ, რომ ეს არის ნათელი მომავლის შანსი ახალგაზრდებისათვის.


ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარია. ამისთვის მადლობა ყველას ვინც ერთი აგური მაინც დადო . 
ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს
მოსახლეობისათვის, მომავალი თაობის წარმატებისთვის.“_ ამბობს ქუთაისის „მედიატორის“ დამფუძნებელი, გიორგი მარდალეიშვილი.


ბესარიონ ჩანქსელიანი

                                                               

ეს ბესარიონ ჩანქსელიანია... ყველაზე პოზიტიური :) და კიდევ, როგორც თავად ამბობს : "მე მთელი საქართველო ვარ" ...
ასეა ))

წარმატების მოლოდინი

რა იქნება ხვალ?

მოლოდინი წარმატებისა ზოგჯერ უშედეგოა.მაგრამ მასაც აქვს დადებითი მხარე.
მართალია, იმედის გაცრუება მტკივნეულია თუმცა საკუთარ თავს არ უნდა მისცე მოდუნების, უმოქმედობის, მოწყენის უფლება.
ეს ცხოვრება ხანგრძლივი და საკმარისი არასოდეს არავისთვის არ ყოფილა და არც მომავალში იქნება,სწორედ ამიტომ არ ღირს უმოქმედობა. ჩვენი ცხოვრება წარმავალია,უნდა ვიბრძოლოთ რომ ჩვენი წასვლის შემდეგ აქ რაღაც დაგვრჩეს.უნდა დავტოვოთ მაგრამ რა? ეს ვერ იქნება რაღაც არსებითი (თაობის გარდა... ჩვენ ხომ თაობებს ვტოვებთ) ეს იქნება სახელი, რომელსაც ყოველთვის თან ატარებს ადამიანი.
 რამდენიმე წუთის წინ მორიგ წარმატებას ველოდი მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა ეს მოლოდინი.მზე ყველასთვის ანათებს მაგრამ ყველას ერთნაირად ვერ ათბობს. ერთ ბრძოლაში ყველა ვერ დარჩება გამარჯვებული.
ველოდი,ველოდი მაგრამ ....
ველოდი ბოლო წამამდე, მაინც იმედი მქონდა...
არ მეგონა თუ ასე ემოციური იქნებოდა "ამის" მოლოდინი ჩემთვის.
ვინერვიულე (რაღა დავმალო და...)
გული დამწყდა თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემს მეგობრებს,რომლებსაც ჩემსავით ერთი სული ჰქონდათ როდის დადგებოდა ეს მომენტი, გაუმართლათ. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი მათ გვერდით მეც რომ ვყოფილიყავი მომდევნო უახლოეს დღეებში.... მთელი გულით ვუსურვებ მათ წარმატებებს.
ბედნიერებას ნუ დაელოდებით, თავად ეძიეთ ის ...
იბრძოლეთ წარმატებისთვის და ნურასოდეს დაკარგავთ იმედს.ყოველთვის არ გაგვიმართლებს და ყოველთვის არც დავმარცხდებით. დადგება დღე როდესაც მივაღწევთ საწადელს და საკუთარ თავს კმაყოფილებით სავსე თვალებით შეხედავთ სარკეში :)
დღეს ეს იმედგაცრუებაც უნდა ვიწვნიოთ, ეს წარუმატებელი ნაბიჯიც უნდა ვიგემოთ რომ ხვალ უფრო თამამად, უფრო გაბედულად გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი. რა თქმა უნდა ისევ იმ იმედით რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.წარმატება ყოველ წამს შეიძლება შეგვხვდეს გზად თუ ჩვენ ერთ ადგილზე უმოძრაოდ არ ვიდგებით.
წინ პატარა იმედგაცრუებიდან დიდი წარმატებისაკენ.




ავტ.:  თეო წითაძე

ქუთაისის "მედიატორის" დამფუძნებელი მალხაზ ბასილაძეს პასუხობს

 ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას სახელობის ორმო გახსნიდან რანდენიმე საათში ამოივსო.
არასამთავრობო ორგანიზაცია " მონიტორინგის ცენტრ-ქუთაისის მედიატორმა" ჩატარაბული აქცია-პერფორმანსით ქალაქის თვითმმართველობასა და ინფრასტრუქტურის სამსახურს გამოფხიზლებისაკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებმა გორის ქუჩაზე შოთა მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ ფზის კონკრეტული მონაკვეთის შეკეთება დაგეგმილი ჰქონდათ. ამის შესახებ "მედიატორი" ინფორმირებული იყო და აქციის გამართვა დაასწრო. გზის შეკეთების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს რომ მათ 27 ნოემბერს,დღის მეორე ნახევარში შეატყობინეს აღნიშნული გზის შეკეთების შესახებ, ანუ აქციის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მალხაზ ბასილაძეს ქუთაისის "მედიატორის" დამფუძნებელი საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ეხმაურება: "კარგია რომ ჩვენი აქტივობები გაიზულებთ იმუშავოთ. ბატონ მალხაზს ვპირდებით ბევრ მსგავს აქციას. ჩვენ არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას"- წერს გიორგი მარდალეიშვილი.



















თეონა წითაძე

მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" მორიგ პრობლემაზე საუბრობს....

არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი-ქუთაისის მედიატორის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს.
ხატია ბაღიშვილი ქუთაისის #მე-5 საბავშვო ბაღზე ამახვილებს ყურადღებას,რომელიც ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი თქმით, მშობლებსა და ბავშვებს, ყოველი წვიმის დროს, ბაღამდე მისასვლელად გზის "გადაცურვა" უწევთ.

"იმედია მალე მიხედავთ ამ პრობლემას, თორემ სხვაგვარად ვეცდებით მოგაწვდინოთ ხმა"-მიმართავს ხატია ბაღიშვილი ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურს.



თეონა წითაძე

„სასწავლო პროგრამის ხარვეზები წლებია არსებობს" - შეხვედრა სტუდენტებთან წერეთლის უნივერსიტეტში

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს დღეს, უნივერსიტეტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ და ჟურნალისტიკის სპეციალობის ლექტორებმა.
შეხვედრაძე სტუდენტებმა სასწავლო პროგრამის ხარვეზებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისეთ საგნებს სწავლობენ, რაც მათი პროფესიისთვის არა არის საჭირო.

"სასწავლო პროგრამის ხარვეზები უკვე წლებია არსებობს. ვსწავლობთ, ეკონომიკის პრინციპებს საფუძვლიანად, ასევე, პოლიტოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო ჩვენ პროფესიაში მნიშვნელოვანი საგნები არც კი გვისწავლია, ხშირ შემთხვევაში კი რამდენიმე წელია ერთი და იგივეს თემებს ვსწავლობთ "- ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი ვახო კაჩუხაშვილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, სტუდენტებს დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში ყველა დასმული საკითხი გადაიხედება.

"მომავალი წლიდან ვვარაუდობთ გამოვასწოროთ ყველა ხარვეზი "- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

შეხვედრა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა და ის კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. 

თეონა წითაძე

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პატიმრობაში რჩებიან

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი ზონის" წევრების ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის კახა გაბუნიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. პროცესი 1 დეკემბრისათვის გადაიდო.

ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ პროცესის გადადება საქმის გასაცნობად მოითხოვა.

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად ჩატარებული აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც 3 ოქტომბერს დააკავეს.

მათ სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.



თეონა წითაძე

ქუთაისში შოთა მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს

ქუთაისში აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წევრებმა.აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე, ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებენ ქალაქის ინფრასტრუქტურულ მდგომარებას და ქუთაისის თვითმმართველობას გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ.

"ჩვენმა ორგანიზაციამ დღეს გაკეთებული პერფორმანსით ქალაქის თვითმმართველობას დაანახა, რომ ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი, სადაც არის უზარმაზარი ორმო. ეს ორმო არ არის ერთადერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქის მთავრობას სძინავს," -ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" წევრი ლაშა საბაშვილი.

თეონა წითაძე

„სასწავლო პროგრამის ხარვეზები წლებია არსებობს" - შეხვედრა სტუდენტებთან წერეთლის უნივერსიტეტში

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს დღეს, უნივერსიტეტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ და ჟურნალისტიკის სპეციალობის ლექტორებმა.
შეხვედრაძე სტუდენტებმა სასწავლო პროგრამის ხარვეზებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისეთ საგნებს სწავლობენ, რაც მათი პროფესიისთვის არა არის საჭირო.

"სასწავლო პროგრამის ხარვეზები უკვე წლებია არსებობს. ვსწავლობთ, ეკონომიკის პრინციპებს საფუძვლიანად, ასევე, პოლიტოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო ჩვენ პროფესიაში მნიშვნელოვანი საგნები არც კი გვისწავლია, ხშირ შემთხვევაში კი რამდენიმე წელია ერთი და იგივეს თემებს ვსწავლობთ "- ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი ვახო კაჩუხაშვილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, სტუდენტებს დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში ყველა დასმული საკითხი გადაიხედება.

"მომავალი წლიდან ვვარაუდობთ გამოვასწოროთ ყველა ხარვეზი "- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

შეხვედრა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა და ის კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. 

თეონა წითაძე

ტრაგედია პარიზში - მსხვერპლი და რეაქცია

13 ნოემბერს, გვიან ღამით, პარიზში ტერორისტული თავდასხმების შედეგად, 120-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, თუმცა საბოლოო რიცხვი ჯერ დაზუტებული არ არის. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზღვრები ჩაიკეტა. ამბავს გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პირველი პირები. საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, აიღო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, ამ თავდასხმებს საომარი მოქმედება უწოდა, რომელსაც, მისივე შეფასებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ უცხოეთიდან მართავს.
„ჩვენ ომის წინაშე ვართ და ქვეყანამ ამას შესაბამისად უნდა უპასუხოს“, - თქვა ოლანდმა.

უბრალო ჩანაწერი ( თინეიჯერის ფიქრი: "..." )

                                                           

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მუდამ თუ არა, ხდება ისეც რო გბეზრდება ყველა და ყველაფერიდგება ისეთი მომენტი, როდესაც ყველა გძულს, არავის ნახვა არ გინდა და თავისუფლებისკენ მიილტვი.. მაგრამ ვაი რომ რეალურად ვერ აცნობიერებ რა არის თავისუფლება, ღირს თუ არა მისთვის ყველას მოძულება დადა კიდევ ბევრი სხვა რამ..    ნუ, მეც არ ვარ გამონაკლისი და ეხლა ზუსტად ის პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში, აი ის მომენტი, როცა საკუთარი თავი ყველა და ყველაფერზე მეტად მიყვარს და მაინტერესებს.. სხვა ყველა მეორეხარისხოვანია ჩემთვის, ანდა უბრალოდ არ მაინტერესებს და მორჩავინ ვინ არის ან რა არის... ან ხდება ჩემს ირგვლივ. საზიზღრობაადა ამაზე მეტად საზიზღრობა ის არის, რომ მე ამ ყველაფერს ვაცნობიერებ, ვხვდები, მაგრამ შეცვლას არ ვცდილობ.არ მინდა გამოსწორება, კეთილად ყოფნა, უბრალოდ არ მინდა.. მაგრამ უცებ ამ ფრაზების მერე გონებაში ტივტივს იწყებს კითხვა, არ მინდა, მაგრამ რომ მოვინდომო შევძლებ კი? ალბათ კი, მე ხო თავი ყოვლის შემძლე მგონია. აი სასაცილო კი სწორედ ისაა, რო ყოვლის შემძლე მე’’ მყისვე სხვადასხვა ადამიანის უკან იმალება როცა მცირე წინაღობა წამოიჭრება წინ, ოდნავი პრობლება და ცდილობს სხვას გადააბრალოს, სხვას დასწამოს ცილი, სხვა გაწიროს, თვითონ კი მშრალზე დარჩეს.. მაგარია, კი ერთი შეხედვით მაგარია, უბრალოდ სააშინელებაა და ამასთან ერთად ბოროტებაც, საბოოლოო ჯამში ჩემითავისუფლებისკენმისწრაფება რამდენი ჯდება, და ამის შემხედვარე უკვე ისეთი ტკბილიც აღარაა ეს ვითომ თავისუფლება, აქვს კი აზრი სხვის უბედურებაზე და დიდ ბოროტებაზე აწყობილ ბედნიერებას ან იგივე საშვალებით მოპოვებულ თავისუფლებას რაიმე ფასი? რაიმე აზრი? ალბათ არა.. კარგია! ძალიან კარგი. მე ამ ყველაფერს ვაცნობიერებ, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, მაინც იგივე ვრჩები, ისეთივე ბოროტი, უყურადღებო, ეგოისტი და საზიზღარი ვხდები თავისუფალი მაგრამ საზიზღარი ადამიანი, ადამიანი რომლის ადამიანობაც კი კითხვისნიშნის, დიიდი კითხვისნიშნის ქვეშ დგას

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...