წარმატების მოლოდინი

რა იქნება ხვალ?

მოლოდინი წარმატებისა ზოგჯერ უშედეგოა.მაგრამ მასაც აქვს დადებითი მხარე.
მართალია, იმედის გაცრუება მტკივნეულია თუმცა საკუთარ თავს არ უნდა მისცე მოდუნების, უმოქმედობის, მოწყენის უფლება.
ეს ცხოვრება ხანგრძლივი და საკმარისი არასოდეს არავისთვის არ ყოფილა და არც მომავალში იქნება,სწორედ ამიტომ არ ღირს უმოქმედობა. ჩვენი ცხოვრება წარმავალია,უნდა ვიბრძოლოთ რომ ჩვენი წასვლის შემდეგ აქ რაღაც დაგვრჩეს.უნდა დავტოვოთ მაგრამ რა? ეს ვერ იქნება რაღაც არსებითი (თაობის გარდა... ჩვენ ხომ თაობებს ვტოვებთ) ეს იქნება სახელი, რომელსაც ყოველთვის თან ატარებს ადამიანი.
 რამდენიმე წუთის წინ მორიგ წარმატებას ველოდი მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა ეს მოლოდინი.მზე ყველასთვის ანათებს მაგრამ ყველას ერთნაირად ვერ ათბობს. ერთ ბრძოლაში ყველა ვერ დარჩება გამარჯვებული.
ველოდი,ველოდი მაგრამ ....
ველოდი ბოლო წამამდე, მაინც იმედი მქონდა...
არ მეგონა თუ ასე ემოციური იქნებოდა "ამის" მოლოდინი ჩემთვის.
ვინერვიულე (რაღა დავმალო და...)
გული დამწყდა თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემს მეგობრებს,რომლებსაც ჩემსავით ერთი სული ჰქონდათ როდის დადგებოდა ეს მომენტი, გაუმართლათ. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი მათ გვერდით მეც რომ ვყოფილიყავი მომდევნო უახლოეს დღეებში.... მთელი გულით ვუსურვებ მათ წარმატებებს.
ბედნიერებას ნუ დაელოდებით, თავად ეძიეთ ის ...
იბრძოლეთ წარმატებისთვის და ნურასოდეს დაკარგავთ იმედს.ყოველთვის არ გაგვიმართლებს და ყოველთვის არც დავმარცხდებით. დადგება დღე როდესაც მივაღწევთ საწადელს და საკუთარ თავს კმაყოფილებით სავსე თვალებით შეხედავთ სარკეში :)
დღეს ეს იმედგაცრუებაც უნდა ვიწვნიოთ, ეს წარუმატებელი ნაბიჯიც უნდა ვიგემოთ რომ ხვალ უფრო თამამად, უფრო გაბედულად გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი. რა თქმა უნდა ისევ იმ იმედით რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.წარმატება ყოველ წამს შეიძლება შეგვხვდეს გზად თუ ჩვენ ერთ ადგილზე უმოძრაოდ არ ვიდგებით.
წინ პატარა იმედგაცრუებიდან დიდი წარმატებისაკენ.




ავტ.:  თეო წითაძე

No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...