"მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს“

70 ლარის მატერიალური ზარალისათვის შეფარდებული  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, რომელიც შესაძლოა 4-დან 7 წლამდე პატიმრობაში გადაიზარდოს.

რუსთავი ორისა და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სამი ახალგაზრდის: ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას ოჯახის წევრები შიმშილობით იმუქრებიან. მათთვის არასასურველი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

„სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში არ ვიმყოფები და გული მწყდება.მიმდინარე მდგომარეობამ მოითხოვა რომ მე შვილების სარჩენად თურქეთში წავსულიყავი.მირიანის და მისი მეგობრების გვერდით ახლა გამოუვალი მდგომარეობაა.ველოდები განაჩენს და თუ სასამართლო მათი განთავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ დაკავებულების ოჯახის წევრები მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს“ _ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის, მირიან დეისაძის და, მირანდა დეისაძე.

 დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის მიმართ მიყენებული მატერიალური ზარალი ექსპერტმა 70 ლარით შეაფასა. საქმეზე  ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით დეპუტატის პიჯაკის ზიანი 20 ლარით, ხოლო სათვალე 50 ლარის ზიანით შეფასდა.
ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 საათზე დაიწყება.

No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...