ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დედა.
როგორც ცნობილია სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი ქალბატონი, ოჯახის მეგობარი, რომელიც მაშველებმა მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე ასევე გარდაცვლილი იპოვეს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად საცხოვრებელ სახლში არსებული ბუხარი სახელდება.
დაღუპულთა ცხედრები ქუთაისის ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
“ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.
ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი”- განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.
ავტორი: თეონა წითაძე
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს და ბაღდათის რაიონს