დრო დააბრუნეთ, იქ წარსულში ' რაღაც ' დამრჩა

1.მეგობარს ჯერ ტყუილი უთხარი და თუ საიდუმლო შეგინახოს, მაშინ სიმართლეც გაანდე.. 
2.გული არ გაიტეხო მასზე ვინც ამად არ ღირს. ცრემლი არ წაგცდეს თვალზე. საყვედური არ თქვა მტერზეც კი. არ მოიხედო და არ უთხრა ”დამაკლდები” არც ამაყი იყო. უბრალოდ დააფასე შენი თავი, ისე როგორც იმსახურებ. თორემ თუ საკუთარი თავი დაივიწყე შენც დაგივიწყებენ.. 
3.-ყველაზე მეტად რა გაოცებთ ადამანში?-ჰკითხეს ღმერთს და მან უპასუხაა.. ”მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას და შემდეგ ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზეე..” 
4.ცუდი მეგობარი შენს აჩრდილს ჰგავს, მზიან ამინდში ვერ გაექცევი, მოღრუბლულ დღეს კი ვერსად იპოვი.. 
5.ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენაა.. 6.თუ ყველა ჩემი მეგობარი გადახტება ხიდიდან, იმის მაგივრად რომ მეც მათთან ერთად გადავხტე, ხიდის ქვეშ დავდგები და მათ დავიჭერ. 
7.შენს ლამაზ თვალებს არ დავუჩოქებ, შენზე ამაყი მე ვარ იცოდეე.. 
8.ზოგჯერ პატარა წყენა გაგათევინებს ღამეს, ერთი უგულო სიტყვა სიცოცხლეს გაგმწარებს. ერთი უთქმელი სევდა შუბლზე დაგამჩნევს ღარებს, ის, რაც არ ძალუძს წლებსაც ხან შეუძლია წამებს.




წყარო: http://memento.ge/479--.html
© Memento.Ge

ფაქტები ღალატის შესახებ

ღალატი და ქორწინება

2005 წელს ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: ახლად გათხოვილი შვიდი ქალიდან ერთი ღალატობს თავის ქმარს ერთობლივი ცხოვრების პირველივე წელს. მოღალატე ცოლების 60% იყვნენ კანონიერ ურთიერთობაში თავიანთ პარტნიორებთან სულ რაღაც 1 წელი.


ღალატი და ხალხი თქვენს გარშემო
თუკი თქვენ თქვენთვითონ ვერ გაიგებთ იმის შესახებ, რომ პარტნიორი გღალატობთ, თქვენ ამის შესახებ მაშინვე გეტყვიან თქვენი კეთილმოსურნეები. სტატისტიკის მიხედვით კაცების 45% იგებენ პარტნიორის ღალატის შესახებ დამოუკიდებლათ, 31% პარტნიორისგან, 22% – შემთხვევით.
ღალატი და ინტერნეტი
თუკი არ იცით ვისთან უღალატოთ პარტნიორს, მაშინ გამოიყენეთ ინტერნეტი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინტერნეტ მომხმარებლების 30% შედის სოციალურ ქსელებში არა ნაცნობების ან კლასელების მოსაძებნად, არამედ პარტნიორებს შემთხვევითი სექსისთვის. ზოგს ეს გამოსდის: ადამიანების 10% ჰქონდა სექსი მინიმუმ ათ პარტნიორთან. მომხმარებლების 80%-მა კი აღიარა, რომ ინტერნეტმა მათზე დადებითი გავლენა იქონია.
ღალატი და IQ
მეცნიერებმა ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან გაარკვიეს: მაღალი IQ-ს მქონე კაცები ღალატობენ თავიანთ პარტნიორებს იშვიათად. ქალებზე ეს პრინციპი რატომღაც არ ვრცელდება.
ღალატი და ორსულობა
ყველაზე დიდი შანსია, რომ ქალი გადაწყვეტს პარტნიორის ღალატს არის ოვულაციის დროს. ამ დროს მისი ჰორმონალური დონე იცვლება და მას შეუძლიათ ქვეცნობიერად მოუნდეს თავისი მომავალი შვილისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მამა და ამის შედეგად აქტიურად “წავიდეს მარცხნისაკენ”.
ღალატი და დე-ენ-ემი
კაცს უფრო მეტად შეუძლია განსაზღვროს ის უღალატა თუ არა პარტნიორმა. ეს აიხსნება გენებით – შესაძლებლობა განსაზღვროთ გიღალატათ თუ არა პარტნიორმა ჩადებულია დე-ენ-ემით.
ღალატი და მორალი
ცოლ-ქმრული ღალატი – ყველაზე დიდი ცოდვა ამერიკელების აზრით. სამეცნიერო ცენტრ Pew Research Center-ის მონაცემებით, აშშ-ს მოსახლეობის 88% მრუშობას თვლის ამორალური საქციელებიდან ყველაზე ამორალურათ.
რა ზიანი მოაქვს ღალატს?
თუკი თქვენ წინა ფაქტებიდან ვერ გაიგეთ, რომ მე ჯანმრთელი და ნამდვილი ურთიერთობების მომხრე ვარ მაშინ იცოდეთ: ღალატი ეს არის გადამოწმებული და საიმედო შესაძლებლობა დაანგრიოთ წლების განმავლობაში აშენებული. ღალატის 35% არ სრულდება მხოლოდ განქორწინებით.
რა სარგებლობა მოაქვს ღალატს?
სხვათაშორის არის ერთი გამონათქვამი: ამერიკელი ფსიქოთერაპევტი მირა კირშენბაუმი თავის წიგნში მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომ ღალატს შეუძლია გაამაგროს ქორწინება. “დიდიხნით ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ძალები, რომლებიც არ გვაძლევენ საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას. ახალი რომანი – ეს საუკეთესო შესაძლებლობაა დადგე საკუთარი “მეს” დასაცავად”, – თვლის ქალი.

რამოდენიმე რჩევა გოგოებს (ბიჭების შესახებ)

რეალურად ბიჭებისთვის გარეგნობა მთავარი არ არის...
 მათ მოწესრიგებული და ინტელექტუალური გოგონები უფრო ხიბლავთ.
 ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათი რჩეული სხვას ეპრანჭება 
ბიჭს შეიძლება მოსწონდე ერთი წუთი,და მეორე წუთს აღარც ახსოვდე
 როდესაც გეუბნება, რომ მას შენი არ აესმის, ეს მართლაც იმას ნიშნავს რომ განსხვავებულად აზროვნებთ
 ''რას შვები?'', ''როგორ ხარ?'' არის მათი პირველი კითხვები, 
მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის მოსახსნელად ბიჭები შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ეფლირტავებოდნენ არაერთ გოგოს, მაგრამ ძილის წინ მაინც იმ ერთ გოგონაზე ფიქრობენ
 ბიჭები გიჟდებიან მათი საყვარელი გოგოს ღიმილზე
 ყველაფერზე არიან წამსველები იმისათვის, რომ გოგონას ყურადღება მიიქციონ 
ვერ იტანენ როდესაც შენს ყოფილ შეყვარებულზე საუბრობ 
ბიჭები ტირიან ! 
მათ არასოდეს შეუძლია ბევრი ოცნება და არც იმედები გააჩნიათ 
ისინი ყოველთვის ცდილობენ, მოიპოვონ იმ გოგონას გული, ვინც პირველად ის არაფრად ჩააგდო 
როდესაც გოგონა ამბობს ''არა''-ს, ბიჭისთვის ეს ნიშნავს ''კიდევ ერთხელ ვცადო ხვალ'' ბიჭები ვერ იტანენ პიდარასტებს 
ბიჭებს ძალიან უყვართ დედები 
ისინი ყოველთვის ზედმეტად პირდაპირები არიან 
თუ ბიჭი თავის პრობლემებს გიყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება ადამიანი, რომელიც მოუსმენს. უბრალოდ მოუსმინე და თავი შეიკავე ზედმეტი რჩევებისგან ! ბიჭების უმეტესობას ურჩევნია გოგოები ტვინით, ვიდრე გრძელი ფეხებით
 მათი ფანტაზია შეუზღუდავია
 ბიჭისთვის შეიძლება ბევრად რთული აღმოჩნდეს განშორება, ვიდრე გოგოსთვის 
ბიჭებს აქვთ მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე გოგონებს 
თუ სერიოზულად იწყებს ლაპარაკს მთელი სერიოზულობით მოუსმინეთ თუ ის გაჩუმდა და სიტყვები აღარ აქვს, ერიდე სიჩუმეს და თავად შეაშველე სიტყვა.
მათ არ სჯერათ ერთი ნახვით შეყვარების 
ბიჭები ხარჯავენ თავისფალ დროს ფეხბურთსა და ვიდეო თამაშებში, ისევე, როგორც გოგონები მაკიაჟსა და რომანებში. 
შეიძლება იფიქროს რომ გოგონას მოსწონს, მაგრამ არასოდეს დარწმუნდება ამაში, სანამ გოგონა თავად არ ეტყვის ამ სიტყვებს 
ბიჭებს მოსწონთ გოგონები, რომლებიც მათ დედებს გვანან 
მოსწონთ გოგონები, რომლებსაც შეუძლიათ საჭმელების კეთება და ცხობა 
ძმაკაცებმა ერთმანეთის შესახებ ბევრად მეტი იციან, ვიდრე დაქალებმა ! 
თუ ბიჭი მოგაშტერდა, ეს იმას ნიშნავს რომ ან მოსწონხარ ან გაკრიტიკებს. 
თუ ის გაძლევს შესაძებლობას სხვა ბიჭთან წახვიდე ეს იმას ნიშნავს, რომ მას მართლა უყვარხარ 
ბიჭებს უყვართ, როდესაც მათი თმებით თამაშობთ და თავზე ხელს უსვამთ 
ისინი სწავლობენ პრაქტიკიდან და არა სასიყვარულო წიგნებიდან, გოგოების მსგავსად. 
სერიოზულ ურთიერთობაში ბიჭს ბევრად ძლიერი სიყვარული შეუძლია ვიდრე გოგონას.
 აუცილებლად მიეცით ბიჭს მეორე შანსი, მაგრამ მესამეზე აღარც იფიქროთ! 
ბიჭებს შეუძლიათ ფლობდნენ შენზე ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია !







წყარო: http://memento.ge/947--.html#sel=
© Memento.Ge

საინტერესო ფაქტები

ფუტკრებს თვალებზე თმები (ე.წ "წამწამები") გააჩნიათ.


თვალის გუგა ფართოვდება, როცა უყურებთ საყვარელ ადამიანს.


1865 წლის თებერვალი ერთადერთი თვეა ისტორიაში, როცა არ იყო სავსემთვარეობა.


ერთ ღერ სიგარეტს, საშუალოდ მიაქვს  სიცოცხლის 5 წუთი.


მთელი ცხოვრების განმავლოაში, ადამიანი მიირთმევს პროდუქტს, რომლის წონა მიახლოებით ექვსი სპილოს წონის ტოლია.


დელფინებს გახელილი თვალებით ძინავთ.


ძაღლები და კატები წლის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის საკვებს მიირთმევენ.


ადამიანის მენჯის ძვლები ბეტონზე უფრო მაგარია.


აქლემის რძე არ იჭრება და არც მჟავდება.


საღეჭი რეზინი შეიცავს კაუჩუკს.


ღამურები, გამოქვაბულიდან გამოფრენის შემდეგ, ყოველთვის მარცხნივ მიფრინავენ.


ბავშვები იბადებიან მუხლის „ჩაშკის“ გარეშე, ეს ძვალი მათ უვითარდებათ 2–6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.


მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მაღალი ადამიანები ჰოლანდიაში ცხოვრობენ.





ოცი წელი 1995-დან

 ჩემი ისტორია ოცი წლის წინ,ბაღდათის რაიონში, სოფელ დიმში დაიწყო. ეს იყო 1995 წლის 2 მაისი. დღე, როდესაც მე მოვევლინე სამყაროს და ჩემი ცხოვრების წიგნის წერა დავიწყე.
პირველი ნაწილი, ფერადი, ცისარტყელისმაგვარი ფურცლები ... ეს იყო ბავშვობა. მართლაც ფერადი და უდარდელი.
ოჯახის პირველი შვილი ვიყავი, პირველი სიყვარული, თუმცა მშობლებს განებივრებული არასდროს ვყოლივარ. ყოველთვის მქონდა ის რაც მჭირდებოდა.
 ჩემი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ოჯახს ახალი წევრი, ჩემი და შემოემატა. ის დროც დადგა, რომ მე ბაღში მევლო, თუმცა ჩემი მშობლებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე იმდენად დიდი და ძლიერი  იყო, მათ გარეშე არ ვჩერდებოდი. მოგვიანებით კი აღმოვაჩინე რომ ბებია და ბაბუაც ძალიან მყვარებია და სკოლის არდადეგებს სოფელ ზეგანში, მთლიანად მათთან ერთად ყოფნაში ვატარებდი.
 სკოლის პერიოდი, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგად მოსაგონებელი პერიოდია.
2001 წელს სწავლა დავიწყე დიმის საჯარო სკოლაში. ამავე წელს სამყაროს მოევლინა ჩემი ძმა, რომელმაც სულ რაღაც ერთ თვეში დაგვტოვა და სამარადისო სასუფეველში გადაინაცვლა. 2006 წელს ოჯახში კიდევ ერთი ბიჭი გაჩნდა, ჩემი პატარა ძმა, რომელსაც მეორე დედობა გავუწიე, გამომდინარე იქედან რომ დედას სახლში ძალიან ბევრი საქმის კეთება უწევდა. ჩემი ძმის მოვლა-პატრონობა ჩემს თავზე ავიღე. შესაბამისად თავისუფალი დრო არ მრჩებოდა, მაგრამ არასდოს დამიწუწუნებია იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა მასთან ერთად ყოფნა. უკვე გაიზარდა და თავს უფლებას აძლევს ჩემს ნებისმიერ შენიშვნასა თუ საყვედურზე ასე მიპასუხოს: "შენი გაზრდილი ვარ" და დამნაშავედ საკუთარი თავი კიარა მე გამომიყვანოს )) ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობა დღესაც იგივე რეჟიმშია, როგორც მისი დაბადების დღიდან იყო.
2010 წელს 9 კლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დიმის N1 საჯარო სკოლაში გავაგრძელე და 2013 წელს დავასრულე ჩემი მოსწავლეობის ხანა. სკოლიდან რაც ყველაზე კარგად მახსენდება არის ჩემი ჯგუფის მიერ ორგანიზებული საღამოები, ჩვენივე მონაწილეობით.
  არც ადრეულ ასაკში და არც მერე ჩემი ცელქობა და ოხუნჯობა არ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით ჩემი დის აკვნიდან გადაბრუნებას, ხელის მოტეხვასა და კიბიდან დაგორებას. უმრავლეს შემთხვევაში ეს მისი გამოწვევების გამო ხდებოდა, მაგრამ ყოველთვის პასუხს ყველაფერზე მე ვაგებდი ხოლმე. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ორ სიტყვას ერთად ვერ ვამბობდი იმდენად "ალალი" ვიყავი)) ეშმაკობისა და რაიმეს გაფუჭების თავი არ მქონდა, ჩემი და კი ამ საქმის პროფესიონალი იყო.
ასეთი წყნარი ვიყავი სკოლაშიც. დასმულ შეკითხვაზე ყოველთვის მქონდა პასუხი თუმცა ხელის აწევა აქამდე არ ვიცი რატომ მეზარებოდა.
   კარგად მახსოვს მომენტი, როდესაც ჩემი მომავალი საქმე უნდა ამერჩია. მე მსახიობობა ბავშვობიდანვე მინდოდა, თუმცა მამამ დიდი როლი ითამაშა ამის გადაფიქრებაში . დედას პედაგოგიური უნდოდა, ბებიას და ბაბუას ექიმი შვილიშვილი. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად.
საბოლოოდ გადავწყვიტე დამეთმო მსახიობობა, მაგრამ არ დამეთმო ჟურნალისტობა. ოჯახი დავითანხმე და პროფესიათა ჩამონათვალში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაწინაურდა.
ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩავაბარე პირველივე მცდელობაზე და 2013 წლიდან დღემდე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოც.მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი ვარ.

წითაძე
თეო წითაძე  



ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...