საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიციადჯ

მიიჩნევა, რომ საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. სხვათა შორის, ეს სულაც არ უკავშირდება რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს. და აი, რატომ...
შუა საუკუნეების ევროპაში პატარძლის კაბა ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნეოდა. 
პატარძალი საკუთარ კაბას თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა, რადგან ირგვლივ მყოფი გასათხოვარი გოგოები ყველანაირად ცდილობდნენ, ამ თილისმის თუნდაც ერთი ნაკუწი მოეპოვებინათ. ეს მათთვის იღბლიანი გათხოვებისა და ახალი ცხოვრების დაწყების ნიშანი იყო.

არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჯვრისწერიდან გამოსული პატარძალი გასათხოვარი გოგოების ალყაში ექცეოდა, შედეგად კი სახლამდე დაფლეთილი კაბით აღწევდა.
მოგვიანებით, ძვირფასი საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, ეს ტრადიცია შეცვლილა - ბედნიერი ქორწინების მსურველს არა კაბის ნაკუწი, არამედ პატარძლის წინდის დამჭერი უნდა ჩაეგდო ხელში.
ეს კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა, თუმცა ახლა უკვე პატარძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან გასათხოვარი ქალები პატარძლის წაქცევას და მისთვის წინდის გახდას ცდილობდნენ.
ეს უკანასკნელი იძულებული ხდებოდა, ბედნიერებისთვის მებრძოლი თავდამსხმელები ყვავილების თაიგულის სროლით მოეგერიებინა.

ამის შემდეგ უკვე მოგერიებული თაიგულის იქცა ბედნიერების მომტან თილისმად.
სხვათა შორის, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილებს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.

    საქორწინო რიტუალები იმერეთში

    საინტერსო რიტუალები აქვთ იმერეთშიც. სადაც ქორწინება  მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტი იყო.  ქორწინება დაშვებული იყო 15-16 წლის ასაკიდან და როგორც ხევსურეთში, აქაც მნიშვნელოვანი იყო წარმომავლობა.  სასიძოს და საპატარძლოს ოჯახისა და სანათესაოს გამოკვლევის პროცესს “საყოლის, ჯიშის გაკითხვა” ეწოდებოდა. ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ნათესავები, ერთი გვარის, მირონები, მეზობლები, სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები.
    დაქორწინება წყდებოდა  შუამავლის იგივე მაჭანკლის მეშვეობით. მაშვლად შეიძლებოდა დამდგარიყო ვაჟის ან ქალის ნათესავი. მაშვალი იგზავნებოდა ძირითადად ვაჟის მხრიდან, რომელიც უმეტესად საკუთარი შეხედულებებით მოქმედებდა. საქმის დასრულების შემდეგ ის გასამრჯელოს იღებდა.
    ორივე მხრის თანხმობის შემდეგ, იმართებოდა ნიშნობა.  საპატარძლოსთვის ნიშანი არ უნდა მიეცა ბედგამოცვლილ ან ქვრივ ქალს. დანიშნულ საპატარძლოს ეკრძალებოდა სახლს გარეთ გასვლა, რადგან ის “საკუთარ თავს” აღარ ეკუთვნოდა. ნიშნობისას წყდებოდა ქორწილის და ჯვრისწერის თარიღი.

    როცა მაყრები მიდიოდნენ, ოჯახი ჭიშკართან ცალკე სუფრა იშლებოდა, რომელზეც აუცილებლად უნდა მდგარიყო ფუთიანი ჩაფი ღვინით, რომელიც აუცილებლად უნდა დალეულიყო. რიტუალს ეწოდებოდა „ხარგის დახსნა“. დაცლილი ჩაფი სიძის მაყრიონიდან ვინმეს უნდა აეტანა, ეზოში მდგომ მაღალ ხეზე.  ჩაფი იქ უნდა ყოფილიყო მანამ, ვიდრე გათხოვილი ქალიშვილი პირველად არ მივიდოდა მამის სახლში.

    წყარო: Wedder.ge

    “ზეკარობა-2019” 10 აგვისტოს გაიმართება

    ინტერმუნიციპალური საერთო-სახალხო დღესასწაული “ზეკარობა-2019” 10 აგვისტოს ქუთაისი-ბაღდათი-საირმე-ბენარას საავტომობილო გზის 69-ე კილომეტრზე, ბაღდათი-ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვარზე გაიმართება. მთის დღესასწაულს ბაღდათში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე უკვე წლებია აღნიშნავენ.
    აღნიშნული სახალხო-დღესასწაული 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს და მას ძველად “მწყემსის დღეს” უწოდებდნენ. ტრადიცია მივიწყებული იყო და 2015 წლიდან ისევ განახლდა.
    ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარტველობის განმარტებით წითელ მინდორზე ჩატარდება დოღი, კულტურულ-სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
    ნებისმიერ მსურველს შეუძლია 10 აგვისტოს დილის 11 საათიდან ეწვიოს დიდმაღალის ქედის ფერდობებს, “ქვასაყდარას” მიმდებარე ტერიტორიას და ჩაერთოს “ზეკარობა-2019”-ის ღონისძიებებში.

    იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი 2019 წყალტუბოში გაიმართა

     წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა "იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი 2019"-ის ოფიციალურ გახსნას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, სასოფლო-სამსურნეო დარგის განვითარებასა და ტურისტების მოზიდვას.
    აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონში არსებულმა მოქმედმა საწარმოებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ფერმერულმა მეურნეობებმა. მათ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ჰქონდათ ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამსურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული,  მოცვი, ჩირი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დაეგემოვნებიათ და შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.
    აგრო-ტურისტულ ფესტივალზე ასევე მრავალფეროვანი პროდუქტით იყო წარმოდგენილი ბაღდათის მუნიციპალიტეტიც. რაიონიდან 17-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც საოჯახო ღვინის მარნებში დაყენებული ღვინოები, ასევე თაფლი, მოცვი და დეკორატიული მცენარეები წარმოადგინეს.



    აღნიშნული ფესტივალის მონაწილე მეწარმეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

    "აგრო-ტურისტული ფესტივალი 2019" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით წყალტუბოს თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო.

    ფესტივალს თან უძღოდა საზეიმო კონცერტი წყალტუბოს სახალხო თეატრისა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების: "ნადურის" "სიონის" "იალონისა" და "იმერეთის" მონაწილეობით.

    მარტივად მოსამზადებელი კიტრის სალთი... სეზონური და ძალიან გემრიელი



    შემადგენლობა:
    * კიტრი 4 ცალი
    * ნიორი 2 კბილი
    * ხმელი პიტნა 1 ჩ/კ
    * ზეთი 2 ჩ/კ
    * მარილი გემოვნებით

    მომზადება:
    დაჭერით კიტრი საშუალო ზომის ნაჭრებად. დანაყეთ ნიორი, დაამატეთ მარილი, ძმარი და ზეთი. აურიეთ კარგად და ნაზავი მოასხით დაჭრილ კიტრს. შემდეგ მოაყარეთ პიტნა. აურიეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი

    მიირთვით გემრიელად ♥️ 

    ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

    ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...