ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში.
,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად..
ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღვოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე..
ეწყობოდა დოღი, სპორტული ღონისძიებები…
გვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ,,ბაბთიანი“ გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში…
ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე…
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა…
1919 წლის შემდეგ ტრადიცია 2008 წელს ქუთაისის მერიის ინიციატივით აღდგა და სხვა ღონისძიებებთან ერთად ,,გვირილობის თეატრალიზებული სანახაობაც მოეწყო…

დღევანდელ დღეს (ქუთაისობა) "ორმაისობა" და "გვირილობა" გაერთმნიშვნელოვანებულია, სინამდვილეში კი ეს სხვა და სხვა ტრადიციაა.
უფრო კარგად რომ გაერკვეთ რა საერთო აქვთ და რით განსხვავდება ერთმანეთისგან „გვირილობისა“ და „ორმაისობის“ ტრადიცია, გთავაზობთ ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის წერილს რომელიც მან აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„დიახ, სამწუხაროდ, ქუთაისის უახლოეს ისტორიაში ჩაუხედავი და დილეტანტი ადამიანების წყალობით, ჩვენი ქალაქის ეს ორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული ტრადიცია ერთმანეთშია აღრეული და ათქვეფილი!
ორმაისობა ქუთაისის გაცილებით ადრეული ტრადიცია იყო, იგი მეოცე საუკუნის პირველი წლებიდან აღინიშნებოდა. შემოტანილია საზღვარგარეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, სადაც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნებოდა მაისობა - მუშათა მოძრაობასთან დაკავშირებით. შედარებით მოგვიანებით ქუთაისშიც, როგორც დიდ საგუბერნიო ქალაქში, შემოვიდა და მან, ქალაქის ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, სულ სხვა კულტურული დატვირთვა მიიღო.
მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ: მუხნარის ტყეში იმართებოდა მასობრივი სეირნობა, შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლები, ეწყობოდა ეთნოგრაფიული კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები... მაშინდელი კომუნისტურ-იდეოლოგიური ოფიციალური დღესასწაულების ფონზე, ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო, პოპულარული დღესასწაული იყო და ათასობით ადამიანი დილიდანვე სიხარულით მიაშურებდა ხოლმე მუხნარის ტყეს.
რაც შეეხება გვირილობას, - ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის 10-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. თავისი ფუნქცია-შინაარსით ისიც საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი და აქაურობას კარგად მისადაგებული. იგი ჭლექიანთა დასახმარებლად გამიზნული საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა - თეთრი ყვავილი - მისი საერთაშორისო სიმბოლო.
„გვირილობა“ ტარდებოდა გაზა-ფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში. ენციკლოპედია „იმერეთზე“ მუშაობის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მომიტანა მისი ბაბუას - ცნობილი ქუთათური ექიმის ვალერიან ლორთქიფანიძის არქივში შემორჩენილი უზარმაზარი ფოტო, რომელზეც დღევანდელი ისტორიული მუზეუმის შენობის წინ აღბეჭდილია სწორედ გვირილობის მონაწილეთა დიდი ჯგუფი. თარიღი კი ასე აწერია: 1912 წლის 20 აპრილი! (ეს ის ფოტოა, რომელიც სწორედ ჩემგან გავრცელდა სოციალურ ქსელში).
უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა.
საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონს (სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი) უკან მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.
მშვენიერი ბანოვანი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვილ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ჭლექიანთა დასახმარებლად გაანაწილებდა.
ამგვარად, საშა ჩიქოვანი, როგორც გამორჩეული გარეგნობის, აქტიური ქალბატონი, გვირილობის ერთ-ერთი დედოფალი გახლდათ და არა - „აქციის დამფუძნებელი“, „ლიდერი“ და ლამის ქუთაისში პირველი ქალთა „ენჯეოს“ დამაარსებელი, როგორც ვიღაცამ დაწერა და ლამის მთელმა მასმედიამ აიტაცა ფაქტის გადაუმოწმებლად, საქმეში გაურკვევლად!“ - წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.