"დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია" ალბათ ეს ფრაზა ყველა თქვენგანისთვის არის ცნობილი და პოზიტიურ განწყობას გიქმნით. პირველი აპრილი ტყუილის დღეაო ამბობენ. ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ რას ნიშნავს ეს დღე და რატომ იქცა 1 აპრილი ტყუილის დღედ. არსებობს რამოდენიმე ვერსია ამ დღის წარმოშობისა. ერთი ვერსიით, ადათი, რომ წელიწადში ერთხელ გახუმრებოდნენ ერთმანეთს, შემოვიდა საფრანგეთში XVI საუკუნეში, როდესაც ახალი წლის დღესასწაული გადაიტანეს 1 აპრილიდან 1 იანვარს. ადამიანები ჩვეულებისამებრ აგრძელებდნენ დღესასწაულის აღნიშვნას 1 აპრილს, რაც საგრანგეთში ერთგვარ ხუმრობის საგანად იქცა. ამის შემდეგ კი 1 აპრილის იუმორის დღედ აღნიშვნა ერთგვარ ტრადიციად გადაიქცა. მეორე ვერსიით, ამ დღესასწაულის დაარსება ჯერ კიდევ ძველ რომში მოხდა, სადაც თებერვლის შუა რიცხვებში (და არა 1 აპრილს) აღნიშნავდნენ ბრიყვების დღეს. და კიდევ, ძველ ინდოეთში უხსოვარი დროიდან არსებობს ხუმრობების ტრადიცია და ეს დღე აღინიშნება 31 მარტს.
როგორიც არ უნდა იყოს ამ დღესასწაულის წარმოშობის ისტორია, 1 აპრილი ყველგან უყვართ და აღნიშნავენ მას, თუმცა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სხელწოდებით და ტრადიციებით.
მაშ ასე. გთავაზობთ რამდენიმე ქვეყანას...
დიდ ბრიტანეთში მას, ვინც ხუმრობაზე წამოეგება, "აპრილის სულელს" (April fool) უწოდებენ. მაგრამ გასულელება მხოლოდ შუადღის 12 საათამდეა შესაძლებელი, ის, ვინც ამ დროს შემდეგაც შეეცდება ვინმეს მოტყუებას თავად ხდება "სულელი".
იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და კანადის ფრანგულენოვან რაიონებში არსებობს ტრადიცია, სახელწოდებით "აპრილის თევზი" ("Poisson d'Avril"), რომლის მიხედვითაც საჭიროა ადამიანს ზურგზე შეუმჩნევლად მიაკრა ქაღალდისგან გამოჭრილი თევზი. ამგვარი საპირველაპრილო თევზი ხშირად ფიგურირებდა XX საუკუნის ევროპაში 1 აპრილის მისალოც ბარათებზე.
შოტლანდიაში დაცინვის დღეს 1 და 2 აპრილს აღნიშნავენ. როგორც წესი, ამ დღეს სკამზე შეუმჩნევლად უდებენ ჭიკარტებს ან ჰაერით სავსე ბალიშს, რომელიც დაჯდომისას უხერხულ ხმას გამოსცემს...
ჩვენთან, საქართველოში კი იცით როგორც ხდება... ეს დღე განსაკუთრებულად უყვართ პატარებს... თუმცა არც ზრდასრულები არიან გამონაკლისები, ისინიც მშვენივრად ითვისებენ საპირველაპრილო ხუმრობებს. საქართველოში გაბრიყვება დასწრებაზეა, თუმცა სამაგიეროს გადახდაც შეიძლება :)
ავტორი: თ.წ