"დღეს ქუთაისში ფეხით ვმოძრაობდი. ერთ-ერთ გაჩერებასთან მოხუცი ქალბატონის ბრაზნარევი, სევდიანი სახე შევნიშნე. მან ჩემი ყურადღება მიიპყრო. მივუახლოვდი,მის მოხუც სახეზე ცრემლი შევნიშნე. თავს ვერ იკავებდა და ანერვიულებული აქეთ-იქით დადიოდა. გული დამიმძიმდა, აშკარად რაღაც აწუხებდა. გვერდს ვერ ავუვლიდი, თავი მოვთოკე და მასთან მისვლა გავბედე.
-ბებო, დახმარება ხომ არ გინდათ, შეუძლოდ ხომ არ ხართ?
უცებ შეკრთა, არ მომელოდა. თავისი მოხუცი, ნაშრომი ხელებით ცრემლი მოიწმინდა. ცხვირსახოცი მივაწოდე და კვლავ ვკითხე:
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
მან ტირილით მიპასუხა:
-ბებო საფულე დავკარგე სადაც პირადობა და ფული მქონდა.
მოხუცს მის შესახებ გამოვკითხე. აღმოჩნდა რომ ქალაქში ერთ-ერთი სოფლიდან, სავაჭროდ იყო ჩამოსული. მას თან ორი პატარა ხელჩანთა ჰქონდა, რომლითაც სახლში პროდუქტი მიჰქონდა. საფულის პოვნაში ვერ დავეხმარებოდი თუმცა მისი დახმარება ვცადე. დავეკითხე თუ სად იყო მისი სოფლის მარშუტების გაჩერება და ვუთხარი:
-დაგეხმარებით ჩანთების მიტანაში.
პროდუქტს ხელი მოვკიდე და ავტოსადგურისაკენ გავემართე. მოხუცი უკან ნელ-ნელა მომყვებოდა და დაკარგულ საფულეს მისტიროდა. ტრანსპორტთან მივედით. მოხუცს მასში შესვლა არ უნდოდა, თითქოს ძირს მას რაღაც აბამს, აკავებსო. უცებ დარცხვენით ჩაილაპარაკა:
-სამგზავრო თანხაც იმ საფულეში მქონდა ბებო...
მე საფულე ამოვიღე, სამგზავრო მძღოლს მივაწოდე, მოხუცი მარშუტში ავიყვანე, ცრემლი მოვწმინდე და ვუთხარი: "თქვენი გადახდილი იქნება"
მოხუცს გაეღიმა, თვალებში ახლა უკვე სიხარულის ცრემლიც აერია. მადლობა გადამიხადა, გადავეხვიე და მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვე. მისი ლოცვა კარგახანს მესმოდა.
მოვდიოდი და ვფიქრობდი მოხუცის მდგომარეობაზე. როგორ განიცდიდა. გონებაში მხოლოდ მისი სახე მიტრიალებდა. ვფიქრობდი და მიხაროდა. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ მისი დახმარება შევძელი. დღეს ასე არაფერი გამხარებია, ამიტომ მინდა ჩემს მეგობრებსაც მოვუწოდო: - აკეთეთ კეთილი საქმე და ნახავთ რამხელა ბედნიერებას მოგგვრით სიკეთე."
ეს არის ერთი ისეთივე უბრალო ადამიანის, ერთი გოგოს შემთხვევა, როგორებიც ვართ ჩვენ, ყველა ... თუმცა არა, ასე ვერ ვიტყვი. ყველა არ გავს ამ გოგოს, იმიტომ რომ არ ან ვერ გააკეთებდა იგივეს, რაც ამ გოგომ... იმიტომ რომ ეს გოგო "სულ სხვა გულის" ადამიანია, ბევრი არ გავს მას... მას შეუძლია თვითონ გაიხადოს და სხვას ჩააცვას თუ არ აცვია. მას არ შეუძლია იყოს მაძღარი თუ მის გარშემო ადამიანებს შიათ. მას არ აინტერესებს რას იტყვის ხალხი მასზე თუ თავის თავთან არის მართალი. არასდროს არ კარგავს დროს სხვისი ცხოვრების კრიტიკისათვის, ამ დროს საკუთარ თავს და იმ ხალხს უთმობს რომლებსაც მისი თავი სჭირდებათ და ამიტომ არის ასეთი კარგი,როგორიც არის. ეს გოგო ლანა წითაძეა...
ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის,როდესაც ის ვინმეს დახმარებია, თუმცა არავის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უკეთესი არ არის მისი მდგომარეობა... პრინციპში მთავარი გულია და არა ფული, როგორც მე ვიცი...
მე ვისურვებდი რომ გულთან მიგვეტანოს ყველას სხვისი მდგომარეობა, მით უფრო მაშინ როდესაც საქმე დახმარებას ეხება. ჩვენ ხშირად ვაბიჯებთ ფეხს სიკეთეს და ამით ძალიან დიდ ბედნიერებაზე ვამბობთ უარს. თუ ქუჩაში მოხუცს შევნიშნავთ, მივაქციოთ ყურადღება, იქნებ მას სჭირდება შენი დახმარება... ყოველთვის გახსოვდეს იქნებ შენ მას იმ მომენტში ძალიან სჭირდები.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გვერდით დავუდგეთ როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად ჭირდებათ... ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ ბედნიერი.
მადლობა შენ ლანა!